დღე როდესაც ხვდები...


ერთი ჩვეულებრივი დღე... დილას დგები, წესრიგდები, იცვამ და მიდიხარ სამსახურში - სკოლაში - ბაღში - საქმეზე...

არ აქვს მნიშვნელობა სად...

უბრალოდ დგები და იწყებ დღეს, ერთ ჩვეულებრივს და მორიგს, აი 30 000 რომ უნდა გაიარო ისეთს...

თითქმის ისევ ისე ხდება ყველაფერი როგორც გუშინ, ისევ იმავეს აკეთებ, განიცდი და გრძნობ, ისევ ის ადამიანები, ისევ ის ადგილები, ისევ ის სახლი, ისევ ის სამსახური - სკოლა - ბაღი...

ყველაფერი თანდათანობით იცვლება, ამ ყოველდღიურობაში თითქოს შეუმჩნევლად, უმტკივნეულოდ და ჩვეულებრივად...

გუშინ სკოლა იყო, დღეს სამსახური...

გუშინ მამას/დედას ნახულობდი და გეიმედებოდა  - დღეს მამა/დედა ხარ...

გუშინ უყვადრი - დღეს გიყვარს...

მოიხედავ ერთ დღეს და მიხვდები, რომ ყველაფერი შეცვლილა...

ახლა სხვა ხარ და სხვაგან ხარ...

გაიზარდე - ან პირიქით დეგრადირდი - ან სხვა მხარეს წახვედი - ან უბრალოდ არსად არ წახვედი და ისევ იქ ხარ...

შენ იქ ხარ, ცხოვრება, ადამიანები, დრო, შეგრძნებები, ემოციები და განცდები წავიდნენ...არაუშავს, დროს ვერ მოაბრუნებ - ვერც ადამიანებს...  

მაგრამ დარესტარტება და თავიდან დაწყება არასდროს არ არის გვიან ...

თუ დაიჯერებ, რომ გამოგივა და იპოვი იმას რაც გინდა - აუცილებლად გამოგივა...

თუ დაიჯერებ, რომ ისწავლი - ისწავლი...

თუ დაიჯერებ, რომ გააკეთებ - გააკეთებ...

... და რა შუაშია დღე როდესაც ხვდები?!...

ყოველი დღე როდესაც ხვდები რომ შეიცვალა, როდესაც ხვდები რომ ახალი დაიწყო და დღეიდან სხვანაირად უნდა იყოს - შენია...

მხოლოდ შენი... 

ეს დღე გზრდის და ეს დღე მნიშვნელოვანია...

მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს თუ გამაზე დარჩები ისევ იქ სადაც ხარ, დრო, ადამიანები, შეგრძნებები და ემოციები წავლენ...

წავლენ და შენ დარჩები მარტო და ცარიელი... - და მერე რა?

- მერე ყურადღებით იყავი...

-  რა აზრი აქვს?

- ადამიანი ხარ...

- ...

- არ აგიხსნი იფიქრე...


ტატო - 13 მარტი - 2017

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *