კიდევ ერთი არასაბავშვო ზღაპარი



იყო და არა იყო რა, ისევ და ისევ ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!...

არც არაფერი და ვერც ვერაფერი... ამიტომ დავიწყოთ პირდაპირ თხრობით:

იყო ერთი პატარა ბიჭი, პატარა სხეულით, ასაკის შესამაბისი ტვინით, შესაძლებლობეით და განვითარებით, მაგრამ დიდი დიდი სიყვარულით...

მისი სიყვარული იმხელა იყო, რომ სხეულში ევრ ეტეოდა და თვალებიდან გადმოღვრას ცდილობდა... ვიღაცეები ამას ამჩნევდნენ და ხვდებოდნენ რაც ხდებოდა ბიჭის თავს, ვიღაცეები ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ გრძნობდნენ, იმიტომ რომ მისი სიყვარული იმხელა იყო და ისეთი თვალებით იყურებოდა, ყველა ვარიანტში იგრძნობოდა....

მოკლედ, როგორც იყო...

ჰქონდა ამ ბიჭს ეს სიყვარული, და დაჰქონდა თან... ცოტა ხანში აღმოაჩინა, რომ გონებაც თანატოლებისაგან განსხვავებულად უმუშავებდა, შესაბამისად მიხვდა, რომ კარგი რაღაც ჰქონდა (ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული რა თქმა არ ქონდა რამხელა რამ წამოიღო თან წინა სამყაროდან) და ცდილობდა სხვებისთვისაც გაეზიარებინა, გარდა იმისა, რასაც ისედაც ასხივებდა...

პატარა იყო, გამოუცდელი და სწორედ აქ უშვებდა შეცდომას, ის ხომ ისედაც ასხივებდა და გარშემო მყოფებისათვის, რომელთა უმეტესობისათვისაც ეს დოზაც კი უცხო იყო, პატარა ბიჭისაგან მიწოდებული დამატებითი დოზები უკვე გამაღიზაინებელი ხდებოდა...

შესაბამისად ეს ჩვენი პატარა ბიჭი პასუხად მუდამ სულ სხვა რამეს იღებდა: გაკვირვებულ სახეებს, უკმაყოფილებას, აგრესიას, უნდობლობას...

მაგრამ ბიჭს თავად ბევრი ჰქონდა და მაინც არ ენანებოდა, ეგონა რომ თუ კიდევ უფრო მეტს გაიმეტებდა და მეტის მიმართ, უფრო მეტს მიაწვდენდა....

გადიოდა წლები, პატარა ბიჭი იზრდებოდა...

რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად უკვირდა არა სიყვარულის მატარებელი ადამიანებისგან წამოსული არაადექვატური რეაქციები - ერთს გაუკვირდა, მეორე ეუხეშა, მესამემ ზურგი აქცია, მეოთხეს შეეშინდა და გაიქცა, მეხუთემ სიყვარულის წართმევა მოუნდომა...

მეიხვდა ბიჭი, ნამეტანი მოსდიოდა და მეტი თავშეკავებით დაიწყო სიყვარულის დარიგება, რაც უფრო ნაკელბს არიგებდა, საზოგადოება უფრო და უფრო იღებდა, მისიანად თვლიდა და რაც მას ჰქონდა იმას უზიარებდა...

საზოგადოებას კი ხიბლი ბევრი ჰქონდა: კარიერული წარმატება, ალკოჰოლი, ფული, თამაში, ლამაზი ბოზები, მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი...

ბიჭმაც, რომელსაც სიყვარული კი ჰქონდა, მაგრამ გამოცდილება არა - დაიწყო მეტნაკლებად ამ ხიბლების დაუფლება...

რაღაც მომენტში მოეწონა და ჩაჰყვა, ეს თავისი სიყვარული თითქმის დაავიწყდა, მერე ერთხელ კინარამ სადღაც დარჩა და საერთოდ არ დავკარგოო იფიქრა, საფუძვლიანად შეფუთა და შეინახა გულის ყველაზე ღრმა კუთხეში, გადაეშვა საზოგადოების ხიბლებში თავით და ლამის დაკარგა ეს თავიც...

მხოლოდ ხანდახან, შინ მარტო დარჩენილი ამოიღებდა ხოლმე ამ თავის სიყვარულს უჯრიდან, მოიფენდა და მაშინ ნამდვილად ბედნიერი იყო, თავისი სამყარო ჰქონდა და ამ სიყვარულის დროს ეს სამყარო უცოცხლდებოდა...

ამ სამყაროში ყველაფერი კარგად იყო, ყველა ვინც ენატრებოდა ირგვლივ, ყველა ვინც უყვარდა ისინი მისი მსგავსები, სიყვარულით სავსეები იყვნენ... აკეთებდა რასაც უნდოდა და როგორც უხაროდა...

თუმცა როგორც გითხარით ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის და მისი სამყარო იყო, რომელიდანაც პირველივე სატელეფონო ზარს ან ფანჯრიდან შემოძახებას გამოყავდა ხოლმე, შეფუტავდა ბიჭი ამ თავის სიყვარულს ისევ სათუთად, ჩადებდა გულის უჯრაში და მიეშურებოდა ისევ „რამის გასაფუჭებლად“...

ერთი პატარა დეტალი იყო კიდევ - როგორც გითხარით ბიჭის სიყვარული ძალიან დიდი იყო და მას შემდეგ რაც შეინახავდა, საზოგადოებაში გასულს თვალებში რაღაც პერიოდი ისევ ეტყობოდა ხოლმე...

მზაკვარმა საზოგადოებამ რა თქმა უნდა ეს შეამჩნია, შეამჩნია და აქაც მახე დაუგო, რამოდენიმე ადამიანმა, თითქოს დაინახა მისი ეს სიყვარული და აღნიშნეს, აღნიშნეს რომ აი ნახეთ რა კაი ტიპია რა მაგარი სიყვარული აქვსო...

და რაც მთავარია საკმაოდ ხშირად აღნიშნავდნენ...

როგორც გითხარით ბიჭი საკმაოდ გამოუცდელი იყო და აქ დაუშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, დაიჯერა, რომ საზოგადოებამ მისი სიყვარული მართლაც დაინახა და შეიფერა... 

შეიფერა და იმ დიდსა და მთავარს უფრო და უფრო იშვიათად იღებდა უჯრიდან...

გარეთ კი რა ხდებოდა... როგორც ხდება ხოლმე, წარმატება და ფული მალე გათავდა, თითქოს უწყინარი გართობები მავნე ჩვევებად იქცა, მის სიყვარულს რომ ხედავდნენ და აღნიშნავდნენ, ის ადამიანები სადღაც გაქრნენ.... ამას დაემატა კიდევ რამოდენიმე გარეგანი ფაქტორიც და ბიჭს უკვე ფიზიკური არსებობისათვის და მილიარდნახევარი რუტინული პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლა მოუხდა, მოუხდა დაუნდობლად და ყოველდღიურად...

ვიღას ახსოვდა უჯრა, სამყარო და ის დიდი სიყვარული რაც უჯრაში ინახებოდა...

დროთა განმავლობაში მატერიალური და რუტინული პრობლემები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ცხოვრებამაც კალაპოტში ჩადგომა დაიწყო, მეტნაკლებად დაწყნარდა და მიჰყვა დინებას... 

ცოტა ამოისუნთქა და მიიხედ მოიხედა, მის გარშემი არც ისე ბევრი ადამიანი დარჩენილიყო, გული კი დასწყდა, მაგრამ რას იზამდა, ერთი ამოიოხრა და ცხოვრება განაგრძო...

იცოდა რომ „სიყვარული ჰქონდა“...

ცხოვრებამ გამოცდილებაც მისცა, განათლებაც და შრომისმოყვარეობაც, შესაბამისად მარტივად თქვა უარი საზოგადოებაზე, მიჰყვა ისევ თავის საქმეს და თავის ირგვილ პატარა სამყაროც შეიქმნა (ეს ისი დიდი და სიყვარულით სავსე სამყარო არ იყო, მაგაში არ აგვერიოს, ეს მცირე სამყარო გარეთ იყო, მატერიალურ ცხოვრებაში)...

გავიდა დრო 

ბიჭი მარტო დარჩა, დარჩა და დაფიქრდა...

პირველი რაც იგრძნო მარტოობის შიში...

არადა ადრე თითქოს უყვარდა და მოსწონდა მარტოობა...

მიიხედ მოიხედა - გარეთ შექმნილი მიკრო სამყარო ძალიან ყალბი ეჩვენა, თან ბრაზი და წყენა ახრჩობდა, მომხდარი ამბების, დაკარგული დროის, დაკარგული ადამიანების, ფუჭად გავლილი ნახევარი ცხოვრების გამო...

უცებ გაახსენდა რომ მას თავისი ლამაზი და სიყვარულით სავსე სამყარო ჰქონდა, სადაც მარტოობის დროსაც კი ბედნიერად გრძნობდა ხოლმე თავს, გადაწყვიტა მისთვის მემართა, მაგრამ უი....

ეს სამყარო, მის სიყვარულთან ერთად იყო გულში, სეიფში ჩაკეტილი, გასაღები დაკარგული იყო, სეიფს ძალიან მყარი საკეტი და კედლები ჰქონდა...

აი აქ დაენძრა...

აგრესია, ფლუსტრაცია, ილუზია, უიმედობა - ესენი იცნო, მათ გარდა კიდევ რამოდენიმე უცნობი და მტკივნეული გრძნობა ერთდროულად მოვიდა და ატყდა ქაოსი - ქაოსი გულში და ტვინში, ერთადერთი რასაც გრძნობდა ტკივილი იყო, გაუსაძლისი და მძიმე, რომლითაც იღვიძებდა და იძინებდა, დადიდოა და მოქმედებდა, ყველა მის ნაბიჯს ეს გრძნობები აკონტროლებდნენ...


მდგომარეობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა...

ერთ დღეს გაიღვიძა და მიხვდა რომ საწოლიდან წამოდგომის არც ძალა და არც სურვილი აღარ ქონდა... თვალები დახუჭა... იქაც მისი ნაცნობი და მონატრებული სამყაროს მაგივრად ქაოსი და ჭინკები დახვდნენ... ისევ გაახილა და ერთ წერტილს დაუწყო ყურება, შეეშინდა თვალის ისევ დახუჭვის.... ის უარესი სამყარო ოყო, აქ რეალურ ნივთებს და ამბებს მაინც ხედავდა....

თუმცა ბუნებრივია რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ თავისთავად დაეხუჭა...

დაეხუჭა და ისევ კოშმარი.... 

სასწრაფოდ გაიღვიძა...

ეს ყველაფერი სამი დღე და ღამე გაგრძელდა...

უკვე ვეღარ უძლებდა...

ერთ ერთი თვალის დახუჭვის დროს იგრძნო როგორ დატრიალდა მის ირგვლივ ყველაფერი, იგრძნო როგორ ეშვებოდა მორევში, ზურგზე ეგდო და მიდიოდა ფსკერისკენ, მორევში კი მთელი ის მარაზმი ტრიალებდა რაც მასში იყო დაბუდებული, რაც გაუფუჭებია, ვისთვისაც უტკენია...

ვინც და რაც დაუკარგავს ყველაფერი თვალწინ უტრიალებდა, ნელნელა თვალები აუჭრელდა და მალე დაბნელდა, მხოლოდ მორევის ტრიალს, სიმყრალის აუტანელ სუნს და ფსკერისკენ თავბუსდამხვევად დაშვებას გრძნობდა...

არ იცოდა რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს დაშვება, უკვე გონებასაც კარგავდა...

- მომეცი ხელი...

მოესმა მკაცრი და ძალიან ნაცნობი ხმა...

არც უფიქრია ისე გაუწოდა ხელი, მან კი ერთი მოძრაობით ამოათრია მორევიდან, წამოაყენა და მხებში ხელები ჩასჭიდა...

გაბედა და თვალები გაახილა...

ძალიან ნაცნობი და ახლობელი სახე დაინახა... მაგრამ რაღაც იყო მასში შეცვლილი, გონებას ოდნავ ძალა დაატანა და მიხვდა რაც იყო შეცვლილი, მის სახეზე თბილი ღიმილი არ იყო, მკაცრად შუბლშეკრული უყურებდა:

- რას აკეთებ?
- არ ვიცი...
- რას ქვია არ ვიცი...
- ...
- მე შენი მჯეროდა...
- მეც მჯეროდა როდესღაც ჩემი თავის...
- ახლა აღარ გჯერა?
- ალბათ არა...
- ლაჩარი ხარ...
- ....
- ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე მე და შენ?...
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, მეორედ აღარ გაბედო, შენ ამის ძალა გაქვს და როგორ კადრულობ რომ ნებდები, დაჯექი...

დაჯდა...

- მე და შენ იმდენი გვისაუბრია, ამას ვერ წარმოვიდგენდი, რამოდენიმე დღეა გიყურებ და შენს მაგივრად მრცხვენია, მრცხვენია და მტკივა, გიყურებ და ვერ ვხვდები როგორ დაგემართა ეს...
- ვერც მე...
- ხმას ნუ იღებ...
- ...

ცოტა ხანს უყურა დაბნეულს მკაცრად, რამოდენიმეჯერ დანანებითაც გააქნია თავი, მერე ოდნავ მოულბა მზერა, თვალი თვალში გაუყარა:

- წავედი ახლა მე და იცი შენ რაც უნდა გააკეთო, თუ ძალიან აიჭრები კი იცი სადაც უნდა მომძებნო და დამიძახე, ვიცი რომ ასე აღარ დაგემართება, მაგრამ მაინც, გონშიც კი არ გაივლო ისევ აქამდე მისვლა... წარმატებები, მაგრამ გაფრთხილებ, ადვილი არც ეს იქნება...

შუა ოთახში დაბნეული იდგა, ყველაფრისაგან დაცლილი, ვერაფერს გრძნობდა, საერთოდ ვერაფერს, მიმოიხედა, მარტო იყო...

მთელი დღე დადიოდა და ფიქრობდა, ფიქრობდა და ალაგებდა, სულ თავიდან დაიწყო, რათა გაეგო აქამდე როგორ მვოიდა, ფიქრობდა და აანალიზებდა, ალაგებდა და აწებებდა - ბევრი იყო დამსხვრეული და დამტვრეული... რამოდენიმეჯერ თვალიც დახუჭა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმა, ქაოსი ხომ არ დაბრუნდაო - არა არ დაბრუნებულა...

ღამით საკმაოდ გვიან დაწვა, თავი ჰქონდა მთელი დღე ფიქრისაგან გაბრუებული და სასიამოვოდ იყო დაღლილი, მისდა გასაოცრად ძილი მალე მოერია და ღრმად ჩაეძინა...

მთელი სიზმარი ბედნიერებით იყო სავსე, მისი ბავშვობა, მონატრებული ადამიანები, ის ტკბილი და თბილი შეგრძნებები რაც დაგროვილი ქონდა... ყველა და ყველაფერი აქ იყო...

ბედნიერმა გაიღვიძა. მიმოიხედა და მიხვდა თვალებში რაღაც სხვა სითბოს გრძნობდა, აი ისეთს მაშინ და ბავშვობაში რომ იყო ხოლმე....

ყველაფერს მიხვდა, მიხვდა და სასწრაფოდ შეიხედა გულში...

დიახ, მის სიყვარულს სეიფის კედლები გამოენგრია და მთელს გულში იღვრებოდა...

- მადლობა...
- შენ მადლობა, რომ ეს შეძელი...
- შენ შემაძლებინე...
- არა მე არა, ერთად შევძელით... წადი ახლა...
- წავედი, მალე ისევ მოვალ...
- მშვიდობით იარე...

ჭირიც იქა, ლხინიც იქა, ქატოც იქა, ფქვილიც იქა... სიმშვიდე და სულის სიმრთელე აქა...

ტატო
23 დეკემბერი 2019

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *