* * *



- გამარჯობა!...
- გაგიმარჯოს!...
- დიდი ხანია არ გამოჩენილხარ...
- გადავყევი ყოფიერებას...
- ვიცი, გიყურებ ხოლმე როგორ ფუსფუსებ...
- მაპატიე ძალიან დავიკარგე...
- საპატიებელი არაფერია, შენ შენი ცხოვრება გაქვს, როგორ ხარ?...
- დაბნეული და არეული...
- რამ დაგაბნია?
- ბოლო დროინდელმა ამბებმა...
- და რა ხდებოდა ბოლო დროს?...
- მომატყუეს...
- მერე?
- მერე ეს რომ გავიგე მე უარესად მოვიქეცი!...
- როგორ?...
- ამაზრზენად...
- და შედეგად რა მიიღე?...
- არაფერი, უარესად ავურიე ყველაფერი...
- და ახლა რას გრძნობ?...
- სიბრაზეს და სინდისის ქეჯნას...
- სიბრაზეს რატომ?...
- რომ არ მენდნენ, მე ხომ გულწრფელი ვიყავი...
- შენი ბრალია...
- ჩემი?...
- დიახ, შენი, გულწრფელი შეიძლება იყავი, მაგრამ არა დამაჯერებელი, ან არასაკმარისად გულწრფელი...
- გულწრფელი ნამდვილად ვიყავი...
- შენ თვითონ იცოდი რა გინდოდა? სხვისგან ნდობას რომ ითხოვდი? საკმარისად არ იცოდი რა გინდოდა და რაში უნდა დაეჯერებინათ შენთვის...
- ...
- სინდისის ქეჯნას რაზე გრძნობ?...
- იმაზე რეებიც გავაკეთე, ეს მე არ ვიყავი, ბრაზმა და ბოღმამ მძლია...
- მერე?
- მერე არაფერი ახლა სინდიდს ქეჯნას ვგრძნობ...
- ეგ კარგია, სინდისი ძლიერი რამეა, ბევრ რამეს მიგახვედრებს და გადაგაფასებინებს
- ალბათ...
- ახლა რას აპირებ?
- არ ვიცი, რა გავაკეთო მირჩიე...
- არაფერი არ უნდა გააკეთო, იცხოვრე, იშრომე, იფიქრე, აკეთე ის რასაც ყოველ დღე აკეთებდი და ხანდახან გადახედე ხოლმე, ის რაც მოხდა გაკვეთილად გამოიყენე, სხვაგან და სხვასთან გაითვალისწინე და იმავე მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდები...
- და მე რომ მიყვარს?
- ეგ კარგია, რომ გიყვარს ეგ საკმარისია, თუ შენ სიყვარულის ტარება შეგიძლია ატარე, ატარე გულში და შენში, ნუ ელოდები პასუხს, თუ პასუხს ელი ესეგი არის შანსი, რომ მოლოდინი გაგიცრუვდეს, ამიტომ ნურაფერს და ნურავის დაელოდები, იცხოვრე შენი სიყვარულით და იყავი თავისუფალი... წადი და იარე დედამიწაზე, იმოგზაურე, აკეთე სიკეთე... როცა მოგინდება ან კითხვა გექნება, ან უბრალოდ მოგენატრები მოდი, ვისაუბროთ ხოლმე...
- მადლობა...
- შენც მადლობა ადამიანო...
- მე რისთვის მადლობა?...
- იმისთვის რომ მოდიხარ, იმისთვის რომ არსებობ და იმისთვის რომ მენდობი...
- ... წავალ ახლა მე და მალე ისევ მოვალ შენთან...
- მშვიდობით იარე...


ტატო
22 დეკემბერი 2019

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *