არასაბავშვო ზღაპარი



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?!...

ღვთის უკეთესი მართლაც არაფერი... 

და რა არის ღვთიური?... 

ღვთიური ხარ შენ... 

დიახ შენ, ჩვეულებრივი ბიჭი, გოგო, ქალი, კაცი, ბავშვი თუ მოხუცი...

ღვთიური ხარიმიტომ. რომ ხარ ადამიანი, გაქვს ის რაც უნდა ქონდეს ღვთიურ არსებას - სული...

და რა არის და სად არის სული?... არსადაც არ არის შენ თავად ხარ სული... სული რომელიც მოგზაურობს, ამჯერად დედამიწას ეწვია და მერე სადღაც წავა...

სად წავა?... წავა სადმე, საითაც გაუხარდება, წავა იქით საით წასვლასაც „დაიმსახურებს“... ანუ რა მდგომარეობასაც მიაღწევს და საითაც ძალა ეყოფა... 

ან დარჩება დედამიწაზე და მოჩვენება გახდება, ან სხვა ინკარნაციით ისევ აქ დაბრუნდება და იტრიალებს ერთ წრეზე...

რამ გამახსენა?... რამ გამახსენა და როგორც გითხარით დავრჩი მარტო, დავფიქრდი და მივხვდი რამდენ დროს, ენერგიასა და ძალას ვხარჯავთ ყოველდღიურობაზე, რამდენ რუტინაში ვართ ჩაბმული და როგორი ამაოა ეს ყველაფერი... 

რეალურად კი თითქმის არაფერი გვჭირდება... როგორ არ გვჭირდება?...

როგორ და ჩვეულებრივად, გუშინ სახლი მქონდა, დღეს არ მაქვს, მაგრამ ამით არც ჩემს სულს, არც გონებას და რეალურად არც ფიზიკურ სხეულს არაფერი დაკლებია, ვარ ისევ ის ვინც ვიყავი მანამდე, უბრალოდ უსახლოდ...

გუშინ მქონდა ფული, დავხარჯე... დღეს აღარ მაქვს და ვთვლი რომ დღეს უკეთესი ტიპი ვარ... რატომ?... გუშინ რომ მქონდა დასალევად წავედი, დავბახუსდი, მერე ვითამაშე, მერე ვიყვირე, მერე ვიჩხუბე, დილით გავიღვიძე და ცალკე თავი მტკიოდა და ცალკე სინდისი... უამრავი დრო, ენერგია და სულის ნაწილები ფუჭად დავხარჯე...

გუშინ მყავდა ავტომობილი და ვუნდებოდი მის მოვლას, კეთებას, ვიდექი საცობში, არ დავდიოდი ფეხით, ამტკივდა სახსრები, აღარ მქონდა სუნთქვის მარაგი.... დღეს აღარ მყავს დავდივარ ფეხით და ამით არაფერი მომკლებია...

გუშინ მყავდა ბევრი საყვარელი, დავდიოდი მათთან, მთელ დროსა და ენერგიას სექსში ვხარჯავდი... ცუდი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გრძნობა გამოცლილი სექსი ცხოველური ინსტინქტის მსახურებას გავდა...  სული იკარგებოდა...

გუშინ ვიყავი კოლექციონერი, ვაგროვებდი მარკებს და იშვიათ სანთებელებს, შევაგროვე ათასობით, მერე დავჯექი და ვათვალიერებდი, მაგრამ მივხვდი რომ ამ შეგროვებამ არაფერი მომცა... გადავყარე და ისევ ისეთი ვიყავი, არაფერი მომკლებია...

მერე დავიწყე სწავლა და ინფორმაციის შეგროვება, შევატყვე რომ სხვებზე წინ ვიყავი, ამან ამბიცია გამიზარდა, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამბიციური გავხდი, მეგონა სიმართლე მხოლოდ მე ვიცოდი და არც შენიშვნას, არც რჩევას და არც განსხვავებულ აზრს არ ვიკარებდი... ამან ყველაზე ძვირფასი ადამიანები დამაკარგინა...

მერე შევეშვი ყველაფერს და დავიწყე ფიქრი... რა მინდოდა, რა იყო მნიშვნელოვანი და თითქოს მივხვდი, მივხვდი და გიზიარებთ...

მთავარი, რაც შეიძლება აკეთო, რაც შეიძლება გიყვარდეს და რასაც დრო დაუთმო არის სული, სული რომელიც შენ ხარ, სული რომელიც უნდა იპოვო საკუთარ თავში და იპოვი ჭეშმარიტებასაც, გახდები ქრისტე, ბუდა, მუჰამედი...  ვინც გინდა გახდები...

ჭირიც იქა, ლხინიც იქა, ქატოც იქა, ფქვილიც იქა... სიმშვიდე და სულის სიმრთელე აქა...

ტატო
22 დეკემბერი 2019


Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *