Posts

„მე ეს არ დამემართება“ - ორიოდ სიტყვა ლუდომანიაზე

Image
ხშირად გაგვიგია - ვალებში ჩავარდა, ყველაფერი გაყიდა, დაღუპა ოჯახი, უფრო მეტიც - ყველაზე ტრაგიკული, თამაშის გამო წარმოქმნილ პრობლემებს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა... დანანებით გავაქნევთ თავს და გავიფიქრებთ ხოლმე - „მე ეს არ დამემართება“... არადა საფრთხე ძალიან   ახლოსაა!!!... თამაში შეიძლება თამაში რამოდენიმე მოტივით დაიწყო - გართობა, ფულის შოვნა, „აბა ერთი ვცდი“ და ა.შ. თითქოს არაფერი, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოიგო კიდეც, ან ცოტას წააგებ და გიჩნდება აზარტი - რაც წააგე დაიბრუნო, მერე შეიძლება ცოტა პლიუსშიც გახვიდე და თითქოს არაფერი... სინამდვილეში ლუდომანია ისეთივე დაავადებაა, შეიძლება უარესიც - როგორიც ნარკო ან ალკოჰოლ დამოკიდებულება. ნარკოტიკი და ალკოჰოლი პირველ რიგში ორგანიზმს ვნებს და მერე გონებას აბნელებს, თამაში კი პირდაპირ სულს ურტყამს... გაიხსენეთ რამდენჯერ უთხოვია საკმაოდ არა შინაურ ტიპს ფული ძალიან უცნაური რაოდენობით და სრულიად უკონტექსტოდ?!... დიახ, ხშირ შემთხვევაში ეს ისაა რაც გაიფიქრეთ... წარმოიდგინეთ რა ხდება ამ ადამიანის სულში ამ დრო...

სიზმარი?!...

Image
-     ადექი... -     რა ხდება?... -     გამომყევი... -     სად მიგყავვარ?.. -     წამოდი ნახავ... მინდორზე მიდიოდნენ, გრუნტის გზა იყო, მინდორს შუაზე კვეთდა... გზის გასწვრივ ბუჩქები ორივე მხარეს, კაცის სიმაღლეზე ცოტათი დიდი და მინდორში რა ხდებოდა არ ჩანდა... იმის იქით კი სადღაც შორს ხეების კენწეროები... მხოლოდ ხმები ისმოდა... არაადამიანური; ბრძოლის, კვნესის, ჭურვის გასკდომის, გრუხუნის... ცა არ ჩანდა, ნაცრისფერ ღრუბელს, კვამლს და ბუღს დაეფარა, თითქმის ბნელოდა... წინ კი მხოლოდ მტვრიანი გრუნტის გზა იყო... ბოლო არ უჩანდა, თვალსაწიერის ბოლომდე სწორი და მტვრიანი... გზაზე არავინ იყო, მხოლოდ ორნი მიდიოდნენ... ჭურვები, რაკეტები და ბომბები თითქოს შეთანხმებულად ცდებოდნენ იქაურობას   და გვერდებზე - მინდორში ცვიოდნენ... -     სად მივდივართ?... -     ნუ ჩქარობ, წამომყევი... გზა არ თავდებოდა, მიდოდნენ და მიდოდნენ... გამყოლი მგზავრი დაიღალა, ფეხები გაუხურდა, მუხლები ს...

E60

Image
  ადრე მკითხა ერთმა ადამიანმა, რა გაქვს შენიო?... რა არის ნამდვილად შენი... არა მატერიალური... უბრალოდ შენი... რამოდენიმეჯერ მეფიქრა მაგ ამბავზე:    - გზა... გზა რომელიც უნდა გაიარო... მხოლოდ შენ... და რომელიც მხოლოდ შენია... მიხარია და მიყვარს ჩემი გზა...

10 წლის შემდეგ

Image
ქალი და კაცი ერთმანეთს პატარა , ვერანდიან კაფეში შეხვდნენ, გაზაფხულის თბილი დღე იყო, მზე ათბობდა, ვერანდიდან ქალაქის ხედი იშლებოდა... გემრიელი ყავა ჰქონდათ და ორივემ შეუკვეთა... რამოდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ, ერთმანეთს მდუმარედ ათვალიერებდნენ... „საერთოდ არ შეცვლილა, სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად მოუმატია წონაში, იგივე გამოხედვა, იგივე მიხვრა-მოხვრა, მანერები, ღიმილი...“ - გაიფიქრა კაცმა „გაჭაღარავდა და ნაოჭები აქვს ” - ფიქრობდა ქალი... დუმილი გრძელდებოდა, ორივე თავის ფიქრებში წასულიყო - ძირითადად იხსენებდნენ: ერთმანეთს, ერთად ყოფნას, ემოციებს რომლებიც აკავშირებდათ... დუმილი კაცმა დაარღვია: - როგორ ხარ?... - კარგად... - ათი წელი გავიდა... - კი, ცოტა მეტიც... - შენ ისევ ისეთი ხარ, არ იცვლები... - მადლობა, შენ კი ხარ ცოტათი შეცვლილი... - რას ვიზამთ, დროს ვერაფერს უზამ... აბა მიამბე, რა ხდება საინტერესო შენსკენ, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ?... - რა ვიცი აბა ვცხოვრობ, ოჯახი მყავს, მშვიდად ვარ, ვუვლი ბავშვებს და ვაკეთებ ჩემს საქმეს... შენ?... - მე ისევ ისე ვარ, როგორც დამტოვე......

ღამის ბლუზი...

Image
  გაზაფხულია, დაღამდა... ფანჯარა ღიაა, გარე განათება აინთო და ეზო გაყვითლდა... ხმაურიანი ბავშვები სახლებში ავიდნენ, ახლა ალბათ უკვე სძინავთ... ბირჟაც დაიშალა, წავიდნენ სახლებში ქვეყნის და ქვეყნიერების ბედზე დამაშვრალი გოგო-ბიჭები, მხოლოდ ერთი წყვილია შეყუჟული ხის ქვეშ პატარა ბაღის სკამზე, ეზოს ყველაზე ბნელ კუთხეში და ჩუმად ტკბებიან ერთად ყოფნით, არ უნდათ მეზობლებმა შეამჩნიონ და გაიგონ მათი საიდუმლო... ცა აღარ ჩანს, ელექრო განათება ჭამს ღამით ქალაქში ცას... ფანჯარას ვშორდები, ვჯდები სავარძელში, ვუკიდებ სიგარეტს და თვალს ვაყოლებ კვამლს, კვამლი ზანტად მიიწევს ფანჯრეისკენ, იკლაკნება და სიბნელეში უჩინარდება... კვამლს ჩემი ფიქრი მიყვება... ჯერ ეზოს გადაუვლის, მერე მთავარ ქუჩაზე გაისეირნებს, ადის მთა-წმინდაზე, ქალაქს გადმოხედავს... ლამაზია ქალაქი ღამით ზევიდან, ჭუჭყი არ ჩანს, მხილოდ სინათლე და სინათლეები, ფერადი, ყვითელი, თეთრი, მომწვანო... მაცდური რამეა ფიქრი... შეყოლიება იცის...   დიდხანს მაბოდიალა ღამის ქალაქში... ძველი უბნების ვიწრო ქუჩებზე, მთვარი გამზირების ფე...

„გილოცავთ“ - დღეს თქვენ ეს ბავშვი მოკალით!...

Image
  მთელი დღეა აფრიკის დასახლების ამბები მესმის, ვუყურებ, ვკითხულობ და ვუსმენ... ძალიან ბევრი ადამიანის კედელზე შემხვდა ეს ფოტო... არ დავიწყებ ახლა იმ დისკუსიაში შესვლას, როგორ მოიქცა მერია, გამოასახლა თუ არ გამოასახლა, დაუმთავრებელი იყო შენობები თუ დამთავრებული და შესახლებული, კანონიერი თუ უკანონო, ამაზე მერე ვისაუბროთ, სხვა დროს... ახლა მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ეს ძალიან საყვარელი, ჩემი უმცროსი შვილისხელა ძალიან მაგარ თვალებიანი შეშინებული ბიჭუნა სახის დაუფარავად კედელ-კედელ „ათრიეთ“... თქვენ ყველანი ხართ მისი მკვლელობის თანამონაწილეები... გაუცნობიერებლად, სხვადასხვა მოტივით...   ზოგს მართლა შეგეცოდათ (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდით, რომ ამ ოჯახს სახლი აქვს და არც არავის დაუნგრევია, ის და მამამისი მეზობელბის საგულშემატკივროდ, ამბის გასარკვევად რა ხდებოდა მათ გარშემო ან თუნდაც სეირის საყურებლად იყვნენ იქ იმ დროს), ზოგმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდით და „ქოცების“ არაადამიანური სახის საჩვენებლად გამოიყენეთ, ზოგმაც კი უბრალოდ ჩათვალეთ, რომ რაღაც უნდა გეთქვათ და „სამოქა...

* * *

Image
-           გამარჯობა... -           გამარჯობა... -           როგორ ხარ?... -           კარგად... როგორც ყოველთვის ვზივარ და გიყურებ... -           მერე რას ხედავ?... -           დაბნეული ხარ... -           კი, დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ვაკეთო, უფრო სწორად როგორ, ყველა საყრდენი და ფასეულობა გამომეცალა, რასაც და რისთვისაც ვაკეთებდი არავის სჭირდება... -           ბედნიერი ყოფილხარ... -           ?!... -           ესეიგი მიხვედი იქამდე რომ არავისთვის არაფერი არ უდნა აკეთო, გათავისუფლდი გარემოსგან და აწი შეგიძლია იცხოვრო... -     ...