* * *

-          გამარჯობა...

-          გამარჯობა...

-          როგორ ხარ?...

-          კარგად... როგორც ყოველთვის ვზივარ და გიყურებ...

-          მერე რას ხედავ?...

-          დაბნეული ხარ...

-          კი, დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ვაკეთო, უფრო სწორად როგორ, ყველა საყრდენი და ფასეულობა გამომეცალა, რასაც და რისთვისაც ვაკეთებდი არავის სჭირდება...

-          ბედნიერი ყოფილხარ...

-          ?!...

-          ესეიგი მიხვედი იქამდე რომ არავისთვის არაფერი არ უდნა აკეთო, გათავისუფლდი გარემოსგან და აწი შეგიძლია იცხოვრო...

-          რას მეუბნები, და ვალდებულებები?... პასუხისმგებლობა და მოვალეობა?!...

-          სისულელეა ეგენი, ადამიანების მოგონილი ფასეულობები და ჩარჩოები, მოგონილი რამეები რომ სოციუმს მიგაბან...

-          არადა ჩემი საკეთებელი თითქოს ვიპოვე და იცი შენ რაც არის...

-          ეგ სხვა რამეა, ეგ შენი ადამინებს შორის ყოფნის მისიაა ერთგვარი... ეს გასავლელია, რომ შემდეგ სხვაგან წახვიდე და სხვა რამეები განაგრძო...

სოციუმის ვალდებულებები მძიმეა, მძიმე და ჩაკირული, მაგრამ ენ შეგიძლია დადგე მათ მიღმა, არ შეიხო, მიეცი კეისარს კეისრისა, თუმცა დარჩი ის ვინც ხარ...

ადრეც გითხარი, რთული იქნება, ძალიან რთული, მაგრამ შენ ეს შეგიძლია...

-          ვიცი რომ შემიძლია, მაგრამ ვიღლები...

-          როგორც კი სტერეოტიპებს გააგდებ და შენ თავთან დარჩები, შენს აზრს და გონს იპოვი, როგორც კი მიხვდები რომ შენი თავის-უფალი თავად ხარ, დაღლილობაც გაგივლის და ფრუსტრაციაც.... მიხვდები რომ ეს უბრალოდ გზაა...

-          მაგრამ თანაგრძნობის და გაზიარების გარეშე რგორო ვაკეთო?... მასე ხომ ყალბი გამოვა?!...

-          მოდი რაზე დაფიქრდი იცი? სჭირდებათ კი მათ ვისთვისაც აკეთებ შენი გაკეთებული?... შენ კი თვლი რომ სწორია, მაგრამ რეალურად უნდათ და სჭირდებათ?... ვიცი მეტყვი რომ გინდა შენ თავთან იყო მართალი, მაგრამ არაა მასე, შენ გიდნა სოციუმის ნორმებთან იყო მართალი, ისევ და ისევ სოციუმის ნორმებით განსჯი...

-          აბა როგორ შევაფასო?...

-          გარედან, არა როგორც მონაწილემ და მოზიარემ, შეხედე გარედან, დააკვირდი ყველა ადამიანის მოტივაციას, სიტუაციას და მიხვდები რატომ და როგორ შეიქმნა ეს მოცემულობა, იქნებ უნდოდა კიდეც ადამიანს ეს მოცემულობა?... იქნებ ეს მისია?....

-          მასე ჩემის აკეთებელიც აზრს კარგავს...

-          თუ კარგავს ესეიგი არაა ეს ის, რაც უდნა აკეთო... ან კონკრეტუალდ დააკვირდი, სანამ იმოქმედებ, სანამ კონკრეტული ვინმეს მიმართ გადაწყვეტ რომ იმოქმედო... თუ ხედავ რომ ეს შეგნებულადაა, შეეშვი, ნუ მატრაკვეცობ...

-          და რა ვქნა, გვერდიდან ვუყურო?

-          თავს მიხედე... შენი სული და გონი სადაა იცი?...

-          კი აქ ვარ...

-          აქ რომ იყო ჩემთან საუბარი აღარ დაგჭირდებოდა, იქნებოდი თვითკმარი და სავსე...

-          ...

-          არც დაიბნეოდი და არც გული დაგწყდებოდა... შეეშვი სოციუმს, შეეშვი ფსევდო ალტრუიზმს, ეს ყალბია, ეს შენ გჭირდება საკუთარ თავთან საკამათოდ, რეალურად არვის სჭირდება... იპოვე შენი გული და გონი...

-          და ის დიდი და მთავარი?!...

-          ის დიდი და მთავარი არსად წასულა, ეგ სიყვარულია და ატარე გულით, ატარე თვალებით და უბრალოდ იგრძენი, ეგ შენ გამოძრავებს და გმართავს, ეგ არ დაკარგო, დანარენი დალაგდება

-          და ახლა რა ვქნა?...

-          არაფერი არ ქნა, უბრალოდ იცხოვრე, იცხოვრე და იფიქრე... ყველაფერი თვითონ მოვა...

-          და დრო?

-          რა დრო? დრო არ არსებობს, ეგეც ადმიანებმა მოიგონეს...

-          ეგ როგორ?

-          ძალიან მატივად, მიხვდები მაგასაც... მაგრამ ჯერ არა, ჯერ ეს გაქვს გასავლელი

-          ... მადლობა...

-          მადლობა შენ რომ მოდიხარ....

-          კიდევ მოვალ...

-          მოდი, შენთვის კარი მუდამ ღიაა, იცი შენ ეს...

 

 

ტატო

28 ოქტომბერი

2020



Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *