„მე ეს არ დამემართება“ - ორიოდ სიტყვა ლუდომანიაზე



ხშირად გაგვიგია - ვალებში ჩავარდა, ყველაფერი გაყიდა, დაღუპა ოჯახი, უფრო მეტიც - ყველაზე ტრაგიკული, თამაშის გამო წარმოქმნილ პრობლემებს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა...

დანანებით გავაქნევთ თავს და გავიფიქრებთ ხოლმე - „მე ეს არ დამემართება“...

არადა საფრთხე ძალიან  ახლოსაა!!!...

თამაში შეიძლება თამაში რამოდენიმე მოტივით დაიწყო - გართობა, ფულის შოვნა, „აბა ერთი ვცდი“ და ა.შ.

თითქოს არაფერი, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოიგო კიდეც, ან ცოტას წააგებ და გიჩნდება აზარტი - რაც წააგე დაიბრუნო, მერე შეიძლება ცოტა პლიუსშიც გახვიდე და თითქოს არაფერი...

სინამდვილეში ლუდომანია ისეთივე დაავადებაა, შეიძლება უარესიც - როგორიც ნარკო ან ალკოჰოლ დამოკიდებულება. ნარკოტიკი და ალკოჰოლი პირველ რიგში ორგანიზმს ვნებს და მერე გონებას აბნელებს, თამაში კი პირდაპირ სულს ურტყამს...
გაიხსენეთ რამდენჯერ უთხოვია საკმაოდ არა შინაურ ტიპს ფული ძალიან უცნაური რაოდენობით და სრულიად უკონტექსტოდ?!...

დიახ, ხშირ შემთხვევაში ეს ისაა რაც გაიფიქრეთ...

წარმოიდგინეთ რა ხდება ამ ადამიანის სულში ამ დროს... ოღონდ ითამაშოს, მოიკლას ჟინი და ყველაფერზე უარს ამბობს:  ღირსებაზე, თავმოყვარეობაზე, რიდზე...

თავი დავანებოთ ამ წუთას ღირსებას, (თუმცა როგორ გინდა დაანებო) არის კიდევ სხვა რამ, რაც ძალიან მნიშვვნელოვანია და ბევრს ავიწყდება...

როდესაც იბადები და მოდიხარ დედამიწაზე, სამყაროს შენთვის განსაზღვრულია ქვს რესურსი, რომელიც უნდა აითვისო ან ვერ აითვისო, როგორც მატერიალური, ასევე გრძნობების, სულის მდგომარეობის, განვითარების (განვითარებაზე შეილება კამათი, მაგრამ ეგ სხვა დროს)...

თამაში ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, შესაბამისად ცდილობ სამყაროს დასტყუო იმაზე მეტი რაც არის შენი, გინდა მიიღო ის რაც არ გეკუთვნის - შეიძლება მოიგო კიდეც, თუმცა ყველამ კარგად ვიცით რომ ბალანსი არ ირღვევა და მოგცემს ამას, მაგრამ წაიღებს სულ სხვა რამეს, შეიძლება ვერც წარმოიდგინო იმდენს... სამყაროს ვერ მოატყუებ!...

საინტერესოა რა ხდება მოთამაშს გონებაში, რა უნდა?!...

მოგება?.... თუ მოგება უნდა მაშინ რატომ არ ჩერდება როცა იგებს?...

წაგებულის დაბრუნება?... ყველა ლოგიკით, მოგების პროცენტულობას თუ გამოვიანგარიშებთ, მესამე მოეთხე და მეხუთე (უკვე აღარაფერს ვამბობ უფრო შორს წასვლაზე) თამაშის მერე წაგებულის ამოღების შანსი თითქმის წარმოუდგენელია, ამიტომაც ეს იდეა თავიდანვე უტოპიაა...

აღარ ვიტყვი აღარაფერს დროზე, მატერიალურ მინუსზე და გაფუჭებულ ნერვებზე...
როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა?!...

პირველ რიგში ალბათ საჭიროა პრობლემის აღიარება - მე ეს არ დამემართება არა, - „მე ეს მჭირს და იმავე გზაზე ვარ, რაც სხვამ უკვე სასოწარკვეთამდე მისულმა და დაღუპულმა გაიარა...

„კი, აუცილებლად მივალ იქამდე, ეს უბრალოდ დროის ამბავია...“

ამის მერე იწყება ბრძოლა, ბრძოლა საკუთარ თავთან და სურვილებთან, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგო...

როგორ?!...

როგორც კი თამაშის სურვილი მოგეძალება, იფიქრე იმ საშინელ მდგომარეობაზე რომელშიც ვარდები პროცესში, როდესაც გავიწყდება ირგვლივ ყველა და ყველაფერი, იქცევი არაბუნებრივად, კარგავ ყველაფერს.... სახეს, ღირსებას, თავმოყვარეობას...

იფიქრე ზიანზე...

იფიქრე იმაზე თუ როგორ სტკენ შენი თამაშით საყვარელ ადამიანებს...

იფიქრე შვილზე ან დედაზე, რომლებისთვისაც ერთისთვის კანფეტი, მეორესთვის კი წამალი უნდა მიგეტანა და შენ წააგე...

იფიქრე საყვარელ ადამიანზე, რომელსაც შენი ყურადღება და სითბო აკლია და იმ დროზე რომელიც შეგეძლო მასთან გაგეტარებინა, შენ კი ამაში ხარჯავ...

აუცილებლად პირველი რასაც იგრძნობ გულისრევა იქნება, მერე სიბრაზე საკუთარ თავზე და სინდისის ქეჯნა...

ყოველ ჯერზე როდესაც ჩასარიცხად კუპიურას გაიწყვდი, ან კაზინოს ჩიპს დასადებად - ესენი გაიხსენე და აუცილებლად შეიცვლება რეალობა...

ველაფრის გაცნობიერების მერე ალბათ საშინელ მდგომარეობაში ვარდები და აღარ იცი რა ქნა?!...

რა ქნა და უნდა გაჩერდე რაც მთავარია, დანარჩენს მეტნაკლებად ყველაფერს მოევლება...

იყავი გულწრფელი და გულით მოუხადე ბოდიში ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს, დაკარგული თავისა და სულისათვის და მერე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამით ატკინე...

შეიძლება გვიანი იყოს და დაკარგული ვეღარ დაიბრუნო.... მანდ ვერაფერს იზამ, მთავარია მეტი არ დაკარგო და რაც გაქვს ის შეინარჩუნო, თუ სწორად მიხვდები და გააანალიზებ, შეიძლება დაიბრუნო კიდეც...

საფრთხე და საცდური ბევრია, ხიბლიც... მითუმეტეს როცა ყველა ნაბიჯზე ბილბორდზე, მანქანებზე, ტელევიზორში, გხვდება მომხიბვლელი ციფრები და შანსების დიდი პრცენტები, როცა ყველა ნაბიჯზე გესმის... „აუ ბიჭო გაიგე იმის იმან, სამი დატრიალებით ასი ათასი მოიგო?!“, როცა ყოველ დღე ხედავ როგორ გათამაშდა ბოლო მოდელის წლევანდელი ავტომობილი, და რაც ყველაზე მტკივნულია - როცა ფული გჭირდება და გაქვს იმის მეხუთედი ან უფრო ნაკლები...

ამ დროს გაიხსენე, რომ სამყარო გაძლევს ზუსტად იმდენს რამდენიც გჭირდება, ესეგი მეტი არ გჭრდება, ან კარგად ვერ მოიძიე, გაინძერი და გექნება მეტი  - იშრომე, მიმოიხედე შანსი ყოველთვის არის....

თამაშით ვერასდროს მოიგებ იმდენს რომ იყიდო ბედნიერება...

დამიჯერე ვიცი!...

როგორ ვებრძოლოთ?

რეგულაციებზე, რეკლამის აკრძალვაზე და კაზინოების ქალაქგარეთ გატანაზე არაფერს ვიტყვი, ამაზე ისედაც ბევრი საუბრობს, ეგ ერთ ერთი გამოსავალია, მაგრამ არა ერთადერთი და არა ყველაზე ძლიერი - აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებმა ვინც იცის ეს ყველაფერი, ვისაც უგრძვნია და გაუვლია, ვისაც განუცდია, მათ ამოიღონ ხმა და ისაუბრონ იმ საშინელებაზე -  მარაზმზე რაც მათ სულებში ხდება, ისაუბრონ რომ სხვამაც იგრძნოს და აღარ მოუნდეს, მიხვდეს რა ჭაობია და სჯობს არ შეტოპოს...

- გამარჯობა, მე ტატო ვარ 37 წლის და მე ლუდომანი ვიყავი...  


ტატო
30 დეკემბერი 2019

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *