ერთი დილა...
ახლა დილის 8 საათია, დეკემბერია. ფანჯარაში ვიყურები, ჯერ ბოლომდე არ გათენებულა, ნაცრისფერ კორპუსებს შორის ნელ-ნელა ლურჯდება ქალაქის მტვრით და ოხშივარით დამძიმებული ჰაერი, თან წვიმს და ჭუჭყიანი წვეთები ეფინება ქალაქს... არც ისე ხალისის მომცემი და მხიარული დასაწყისია დღის, მაგრამ მაინც მოაქვს დადებითი ამბები... მაინც რა?... ის რომ თენდება - თენდება მორიგი დღე... ნაფაზს ვურტყამ და კვლავ ვფიქრობ გუშნდელზე, გუშნწინდელზე და ბოლო დროს მომხდარ ამბებზე, ამბებზე რომელმაც ყველაფერი შეცვალა - რა ხდებოდა? შეცდომა, დანაშაული, ბოღმა, ბრაზი, იმედგაცრუება, ისევ იმედის ნაპერწკალი, ტყუილი, მართალი, დაბნეულობა, შიში - საკუთარ თავთან მარტო დარჩენის (ეს ხომ მართლა ყველაზე საშიში რამეა როცა არასწორად ცხოვრობ, ეს არის სარკე სადაც ვერ ითვლთმაქცებ, ითამაშებ და მოიტყუები, მხოლოდ საკუთარი თავი გაშიშვლებს ბოლომდე) და ტკივილი... ტკივილი მწარე, ტკივილი ყოვლისმომცველი, ტკივილი გაუსაძლისი და დამანგრეველი სულის ტკივილი, დამანგრეველი რომელიც საბოლოო ჯამში საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება და...