* * *

ისევ მარტო, ისევ ფიქრები, ისევ სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ოთახი, ცოტა სევდა და ბევრი ფიქრი, დიდი იმედი, იმედი იმისა რომ შენი შვილი დღეს რომ პიროვნება დაინახე, ის შეძლებს შენი შეუსრულებელი შესაძლებლობების რეალიზებას... იმედი მისი და იმედი იმის რომ ტყუილად არ გიცხოვრია, იმედი იმის რომ მართალი მამა ხარ და შენი შვილის დედაც სწორი ადამიანია, და ისევ ცოტა სევდა, სევდა იმისა რომ შენ ვერ შეძელი და მას უნდა გადააბარო პასუხისმგებლობაც და იმედიც....
- და შენ სად წახვედი?
- არც არსად, აქ ვარ....
- და რატომ გადააბარე?
- არ ვიცი, ეტყობა დავიღალე....
- და მისგან რას ელი?
- ჩემპიონობას....
- რატომ?
- იმიტომ რომ ჩემპიონია....
- და შენ ვინ ხარ?
- არ ვიცი, ალბათ აღმზრდელი...
- მატყუარა ხარ შენ...
- რატომ?...
- იმიტომ, რომ შეგიძლია და არ აკეთებ, იმიტომ რომ ცდილობ პასუხისმგებლობა აირიდო, იმიტომ რომ დანებდი...
- არ დავნებებულვარ...
- აბა რა ქენი?
- მართალი ხარ დავიღალე, ახლა იმან აკეთოს...
- და შენ რატომ არა?
- არ ვიცი, ალბათ აღარ შემიძლია
- სუსტი ხარ...
- ალბათ, მაგრამ რა გავაკეთო?
- ადექი... გაინძერი, გააკეთე, დაიბრუნე შენი თავი, აკეთე ის რაც გიყვარს და მოგწონს, იყავი მაგალითი მისთვისაც და სხვებისაც, შენ რომ სხვა გეიმედება, შენ რომ გიყურებენ და ხარ იმედი გავიწყდება?
- არა...
- ხოდა გაინძერი...
- ვეცდები, მაგრამ...
- რა მაგრამ?...
- შენ და იმან რატომ მიმატოვეთ?
- არ მიმიტოვებიხარ, არც იმას არ მიუტოვებიხარ, შენთან და შენს გვერდით ვართ ორივე...
- აბა რატომ ვარ მარტო?
- იმიტომ, რომ არ გვისმენ, ჩაიკიეტე შენ თავში და დაიბენი, არადა აქ ვართ, ყველანი აქ ვართ, მეც, ისიც, შენებიც...
- იმედია....
- იმედი არა რეალობაა, შენ როცა მარტო ხარ და გტკივა, როცა გიხარია და როცა განიცდი, მე ხომ აქამდეც მითქვამს, მე სულ შენ გვერდით ვარ, არასდროს არ მიგატოვებ და თუ მე არ ვარ ესეიგი შენ თქვი უარი და მოინდომე მარტოობა, თუმცა მე შენს გულში ყოველთვის ვიქნები და უბრალოდ დამიძახე...
- ხანდახან აღარ მჯერა ხოლმე შენი და მგონია რომ მიმატოვე...
- არა მე შენ არასდროს არ გტოვებ...
- და ახლა რა ვქნა?
- - ახლა წადი, მიდი იმ ადამიანთან რომელიც გიყვარს და უთხარი მას ეს;

თუ ვერ გაიგებს - აუხსენი,

თუ არ დაგიჯერებს - მოითმინე და დაუმტკიცე,

თუ შეურაცხგყოფს აიტანე და გაუღიმე,

თუ გითანაგრძნობს ბედნიერი იქნები,

თუ არა და გეცოდინება, რომ იმ ადამიანს სიყვარულის დანახვა არ სურს ან არ შეუძლია... 

ოღონდ შენ თვითონ უნდა იყო გულწრფელი და მართლა უნდა გიყვარდეს...

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *