მომენატრა წერა....

სულ მეგონა, რომ ჩემი საქმე წერა იყო, მეტიც ერთი პერიოდი "წერას ვყავდი აყვანილი" ბევრ სისულელეს, ცოტა ჭკვიანურს და საინტერესოსაც ვწერდი,
ფანებიც მყავდა,ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა, მაგალითად ჩემი ნათლიდედა თანამედროვე საქართველოს ყველაზე სამაგალითო ქალი და ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი  მარიამ ჩიქოვანი...
მაროს მობეზრდა ბოლოს ჩემი "ნააზრევის" კითხვა და საქმეს მიხედა, მერე კოლია გამოაპარებდა ხოლმე თვალს, პაჭო და ჭუკიც ხანდახან გადახედავდნენ და ერთი ორ კომენტსაც შემომაშველებდნენ ხოლმე...

მოკლედ ვწერდი, ვკითხულობდი და მიხაროდა...

მერე კალკულატორი მოვიდა ჩემ ცხოვრებაში და წერაც დამავიწყა და თავიც... ამდენი ვალი, იმდენი დებეტი, ამდენი კრედიტი.... ვიგოდა, ფული, ბიზნეს "წარმატება', მოკლედ ისე გავიდა წლები ვერც გავიგე და ძალიან ძალიან ბევრი დრო დავკარგე....

ერთადერთი რაც ყველაზე მაგარი მოხდა ჩემ ცხოვრებაში ნატატია, რომლის გულისთვისაც ღირდა ცხოვრება, სულ რომ ჩვეულებრივი და რიგირთი რამე პროფესიიის "გოგო" გამოვიდეს და გახდეს მაინც, ის 2 წელი რაც აქამდე მაჩუქა მეც და ყველა იმ ადამიანს ვინც მისი თუნდაც ერთი ფოტო ნახა უკვე საკმარისია სიამაყისთვის, ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარს მე ეს "გონგოლი"...

 აჰა გადავუხვიე თემას, ნატატის გარდა ვერაფერზე და ვერავიზე ვეღარ ვფიქრობ და ისევ კალკულატორთან მივყავვარ ამ ფიქრებს... მინდა ჩემ "გონგოლს" წარმატებული და კარგი მამა ყავდეს რომლითაც იამაყებს,

მაგრამ მოდით შევეშვათ ცოტა ხანს ამ თემას და ისევ წერას დავუბრუნდეთ..

მოკლედ მას შემდეგ რაც კალკულატორმა ჩემში ყველაფერი განდევნა და მთელი ადგილი დაიკავა სულ ვრგძნობდი, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც შენთან საუბარი იყო მკითხველო.

არადა იმასაც ვგრძნობდი, რომ სალაპარაკო გამითავდა თითქოს, რაზე მესაუბრა შენთან, საიტის ფასზე? HTML ტექნოლოგიაზე? არა ამას ვერ გაკადრებდი, შენ ჩემგან სულ სხვა რამეებს ელი, ელი იმას რომ რამე საინტერესოს და დამაფიქრებელს. სულის და გულისმიერს გეტყვი, რამე სამსჯელოს და სადებატოს მოგაწვდი, ელი იმას, რომ ტატო ყოველთვის "ძლიერია" (რატომ ჩავსვი ბრჭყალებში მაგას მერე რომელიმე პოსტში ავხსნი) და ყოველთვის მოიფიქრებს შენთვის საინტერესო სიუჟეტს, მეც ეგ მინდა მარა რას ვიზამ იწევს სხვადასხვა თემებით დაკავება...

თუმცა სულ მაკლდი და იმედი მქონდა რომ მელოდი, ოდნავ,  გასართობად მაინც...

არაა სიბრძნე მარა მაინც ვიტყვი რომ როგორც ჩანს სათქმელიც არ მქონდა.....

მაშინ 10 წლის წინ როცა ვწერდი მანდ დავიხარჯე ერტყობა სულიერ მორალურად და ემოციურად, ახლა კი დამიგროვდა, დამიგროვდა ძალიან ბევრი და ნელ-ნელა გეტყვი ყველაფერს აღარ დამეზარება და ყოველ დღე დავწერ, თუ მკითხულობ აღარც შენ გიღალატებ და აღარც ჩემ სულს, სულ ცოტა დროს ერთ-ორ სიტყვას ყოველთვის გავიმეტებ და ვისაუბროთ ასე ცოტ ცოტა მარა მაინც ხშირად...

სათქმელი დამიგროვდა მეთქი "ვსთქვი" სადღაც ზევით და მემგონი მასეცაა,

ბეეევრი ბეეევრი დამგროვებია ახლა ვატყობ :)

აღარ ვიცი რა მოგიყვე, რითი რომელი გრძნობით დავიწყო.....

ვერ ვხევდები და სანამ გავერკვევი მოდი ერთ ამბავს მოგიყვები ტყუილად რომ არ წაგაკითხო მთელი ეს "სიბრძნე"

მოკლედ ასეა ეს ამბავი:

სადღაც შორს (მეც არ ვიცი ზუსტად სად, ამბად მაქვს გაგონილი და აღარ მახსოვს) ცხოვრობდა ერთი ბიჭი, ბიჭი რაა ჩვენ რომ ახალგაზრდა კაცს ვუწოდებთ, მოკლედ რა მიშვნელობა აქვს თინეიჯერიც აღარ და კაციც ჯერ არა...

ცხოვრობდა და არც არაფერს მნიშვნელოვანს არ აკეთებდა, მუშაობდა, ოჯახს ეხმარებოდა, თვრებოდა, ფხიზლობდა, ფიქრობდა, განიცდიდა, უყვარდა, სტკიოდა, უნდოდა, აკეთებდა, იბრძვოდა, ცდებოდა, თავიდან იწყებდა, აღწევდა, ბეზრდებოდა და ასე შემდეგ...

მაგრამ ერთი სხვებისათვის უცნაური და მისთვის ჩვეული ზნე სჭირდა - თავის თავს ესაუბრებოდა ხოლმე, ან შეიძლება თავის თავსაც არა და წარმოსახვით თანამოსაუბრეს...

ერთ ერთ მასეთ დიალოგს ის ადამიანიც შეესწრო, ვინც მერე ეს მე მიამბო და მინდა თქვენც მოგიყვეთ იქნებ რამე საინტერესო ნახოთ მასში, რავიცი...

- გამარჯობა...

- გაგიმარჯოს....

- როგორ ხარ, ხომ არ მოიწყინე?

- არ ვიცი ვერ ვფიქრობ მაგაზე....

- რატომ, აბა რითი ხარ დაკავებული?

- ფიქრით, მაგრამ მოწყენაზე ვერ ვფიქრობ...

- ?....

- ძალიან ბევრია საფიქრალი, თუნდაც საკუთარ თავზე...

- ნარცისი ხარ?

- არა ნარცისი არ ვარ, უბრალოდ საკუთარ თავზე რომ ვფიქრობ ჩემს გარშემო არსებულ სამყაროზე და მის ავკარგიანობაზეც ვფიქრობ...

- და რას ფიქრობ?

- მენატრება....

- ვინ?

- ის ვინც და რაც არასდროს აღარ დაბრუნდება, ის რაც და ვინც მიყვარდა, ის რასაც ვაკეთებდი ან შემეძლო გამეკეთებინა, ის..

- ხო მარა ხო იცი დროს რომ ვეღარ დააბრუნებ და "ის" ყველაფერი წარსულია?

- ვიცი მარა არ მაქვს უფლება მენატრებოდეს?

- რა თქმა უნდა გაქვს, მაგრამ რას გაძლევს? დრეს ხო დღესაა და გუშინ ხო მომრჩა "ის"?!..

- "ის" არასდროს არ მთავრდება...

- ?.... მაბნევ

- "ის" არის ის რაც შენ დღეს ხარ, მის გარეშე ვერ იარსებებდი, შენი სულის და ხორცის ნაწილია, რისთვისაც შენ "მაშინ" ცხოვრობდი და გიხაროდა "მაგან...

- და  რა?!.. რა მომცა ტკივილის, ნოსტალგიის და გულნაკლულობის გარდა?

- სიყვარული...

- რა სიყვარული, რეებს ბოდავ?...

- რა და სიცოცხლის სიყვარული, ყოველი წამის რასაც ამ დაღუპულ დედამიწაზე ატარებ, მთის, ზღვის, ქალაქის, ადამიანების, შვილის, დედ-მამის, მეგობრების, ხვალინდელი დღის... დრო რომ გადის და რომ გენატრება,
დაფასება გასწავლა ამ ყველაფრის და განსჯისთვის საბაბი....

- რა გითხრა სხვადასხვა განზომილებებით ვმსჯელობთ

- მეცოდები :)....

- გეცოდები?!...

- ხო მეცოდები...

- და რატომ?

- იმიტომ რომ შენი ამბიცია, სიყეყეჩე და "პრინციპები" არ გაძლევს საშუალებას გულწრფელი იყო, არ გიშვებს და გაბამს რაღაც ფსევდო ფასეულობების ირგვლივ..

- რეებს ბოდავ?!...

- რა და ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი შეგიძლია მითხრა?

- რა თქმა უნდა, დედა, მამა, ცოლ - შვილი, მეგობრები, ქვეყანა...

- და მერე რას აკეთებ მათთვის?

- ვშრომობ, ფულს ვშოულობ, ვუვლი, რაც შემიძლია...

- ხომ ხვდები რომ ბოდავ?!...

- ვბოდავ?....

- ხო, ბოდავ მათ შენი ფული და სამსახური არ სჭირდებათ, მათ შენ სჭირდები...

- ხო მაგრამ...

- არა არანაირი მაგრამ... თავი დაანებე იმას, რომ სჭირდები, შენ რომ ამბობ მიყვარსო რამხელა ადგილს იკავებენ შენს ყოველ დღეში ისინი მაგაზე გიფიქრია?

- ...

- ხოდა ადექი ახლა ჩაეხუტე მოეფერე ყველას და იყავი ვინც სინამდვილეში ხარ, ნუ მოირგებ ნიღბებს, ნუ გაექცევი სიმართლეს, ნუ მოიტყუებ თავს, ნუ მოგბეზრდება, ნუ ატკენ და ნუ იტკენ, უბრალოდ შიყვარე, არა არ შეიყვარო, უკვე გიყვარს, მიხედე... მე მიყვარხარ

- და შენ ვინ ხარ?

- მიცნობ შენ მე...

- ..... და სად ხარ?

- და შენ სად გგონივარ?

- რავი.... ცაში...

- არა, მე შენთან ვარ მხოლოდ და მხოლოდ, მხოლოდ შენ გულში და შენი ყველაზე ერთგული მეგობარი ვარ....

- ტრადიციულად უნდა გკითხო მაინც.....

- .....

- და ახლა რა ვქნა? ......

- ახლა წადი, მიდი იმ ადამიანთან რომელიც გიყვარს და უთხარი მას ეს;

თუ ვერ გაიგებს - აუხსენი,

თუ არ დაგიჯერებს - მოითმინე და დაუმტკიცე,

თუ შეურაცხგყოფს აიტანე და გაუღიმე,

თუ გითანაგრძნობს ბედნიერი იქნები,

თუ არა და გეცოდინება, რომ იმ ადამიანს სიყვარულის დანახვა არ სურს ან არ შეუძლია... 
ოღონდ შენ თვითონ უნდა იყო გულწრფელი და მართლა უნდა გიყვარდეს...

- .....



ტატო 2013

გაიგეთ რამე? 

ვერც მე.......

Comments

Dv0rsky said…
ჯერ არ წამიკითხავს, ასე რომ გავიგე–თქო, ვერ ვიტყვი.

მაგრამ წავიკითხავ აუცილებლად და კომენტარსაც დავტოვებ :)
Natura said…
:) საკუთარი ნაწერები გამახსენდა, დიალოგის სერიები საკუთარ თავთან, მგონი შენც წაგიკითხავს ადრე...

გაგებით გავიგე...

მეწყინა, რომ არ გაგახსენდი მათ შორის ვინც შენ გკითხულობდა (რა ვქნა, ჩესნად გეუბნები)...

წერა კარგია... წერე... როგორც ყოველთვის, ცოტა პატეთიკურად იწყებ და მერე როგორც ყოველთვის აგრძელებ ისე, რომ ბოლომდე უნდება კაცს წაიკითხოს და დაფიქრდეს...

კარგია, რომ გაგახსენდა საკუთარი თავი და კარგი იქნება თუ მართლა ყოველღე დაუთმობ დროს საკუთარ თავთან და არა მკითხველთან დიალოგს...
:) ar mikomentebdi da magitom ar gamaxsenda tore shen ro pirveli kitxulobdi eg sul maxsovs nat rogor gekaderbat :)

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *