Posts

Lucifer

Image
მართლა აფერისტი ყოფილა ეს ეშმაკი რააა..... შემეცნება არა კვახი, რაც უფრო მეტს შეიმეცნებს ადამიანი მით უფრო მძიმდება ყველაფერი, რაღაცაში მემგონი მართლა მართლები არიან მოძღვრები, მატყუარაა ეგ ვიღაცაა ვის რა ჭირად უნდა შემეცნება, ეგ ვიღაც ინტელექტუალი ტიპებისთვისაა, იცხოვრე რა როგორც გვეგვემ და იქნები ბედნიერი და ცხონდები კიდეც.....

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს, ანუ ფსევდოჟურნალისტიკის აღლუმი

თუ ვინმე იცნობთ kkinfo.net (რომელიც არ არსებობს) ე.წ. ჟურნალისტს მაირამ სოლოღაშვილს (თუ რა თქმა უნდა სახელი სწორად ქონდა მითითებული ბეჯზე) ან გადაეცით ჩემი ტექსტი, ან შემოვიდეს ჩემ ვოლზე და წაიკითხოს ურჩიეთ, რამოდენიმე კარგი რჩევა მაქვს მისთვის: 1. როდესაც ინტერვიუს იწერ, რამდენად გამყიდველი და მოსყიდულიც არ უნდა იყოს რესპოდენტი, ელემენტარული ზრდილობის საკითხია რომ სათვალე მოიხსნა (ეგ ჟურნალისტიკ ასთან არაფერ შუაშია ეგ ოჯახში ისწავლება) 2. როდესაც ესაუბრები ადამიანს რომელსაც პირველად ხედავ და შენობით ელაპარაკები ეგეც ზრდილობის საკითხია (ესეც ოჯახის თემაა) 3. როდესაც 20წლის რესპოდენტს კითხვას უსვამ სანამ ჟურნალისტიკას ისწავლიდი მანამდე რას საქმიანობდიო ელემენტარულად უნდა ხვდებოდე თუ იდიოტი არ ხარ რომ სკოლაში სწავლობდა 4. როდესაც ადამიანს ეკითხები შენი დამფუძვნებელი ვინააო თუ თავად პროვოკატორი არ ხარ და რამე კონკრეტულ დავალებას არ ასრულებ თავად შენის ააგენტოს ან საინფორმაციო საშუალების შესახებ რამე მაინც უნდა იძებნებოდეს ან ინტერნეტში ან საჯარო რეესტრში ან სადმე, თან სანამ კითხვას დასვამ...

ნატატის

Image
საკმაოდ საინტერესო ასაკს მივუახლოვდი - 30 უკვე თემაა და რაღაცეების შეჯამება გადაფასება და ანალიზიც შეიძლება, სულ ვფიქრობ წარსულზეც, მომავალზეც, დღევანდელ დღეზეც და იმაზეც თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, რა შეცდომა დავუშვი და რა გავაკეთე სწორად, ბევრი რამეა ყველა საკითხში, შეცდომაც ბევრია და კარგიც, გამოსასწორებელიც ბევრია და გასათვალისწინებელიც, საამაყოც და ტკბილად მოსაგონარიც, გულდასაწყვეტიც და სასიხარულოც, მაგრამ ყველაზე მაგარი და ტკბილი პატარა 1 წლის ბურთია რომელიც ჯერ კედელ-კედელ დადის, ლაპარაკს ახლა სწავლობს და სულ 3კიჭი აქვს, მაგრამ მოასწრო და ამ ერთ წელიწადში იქცა ყველაზე დიდ სიხარულად, იმედად და უდიდეს სტიმულად ცხოვრებაში, მადლობა ჩემო პატარა კნუტო შენ რომ არსებობ და ასე ძალიან რომ მიხარიხარ (შენი უკვე მობერებული თითქმის 30 წლის მამიკო)

Gurjaani

Image

Poti

Image

Trinity

Image

მომენატრა სვანეთი....

Image