ვაი ჩვენს პატრონს უბედურს, ანუ ფსევდოჟურნალისტიკის აღლუმი

თუ ვინმე იცნობთ kkinfo.net (რომელიც არ არსებობს) ე.წ. ჟურნალისტს მაირამ სოლოღაშვილს (თუ რა თქმა უნდა სახელი სწორად ქონდა მითითებული ბეჯზე) ან გადაეცით ჩემი ტექსტი, ან შემოვიდეს ჩემ ვოლზე და წაიკითხოს ურჩიეთ, რამოდენიმე კარგი რჩევა მაქვს მისთვის:

1. როდესაც ინტერვიუს იწერ, რამდენად გამყიდველი და მოსყიდულიც არ უნდა იყოს რესპოდენტი, ელემენტარული ზრდილობის საკითხია რომ სათვალე მოიხსნა (ეგ ჟურნალისტიკასთან არაფერ შუაშია ეგ ოჯახში ისწავლება)

2. როდესაც ესაუბრები ადამიანს რომელსაც პირველად ხედავ და შენობით ელაპარაკები ეგეც ზრდილობის საკითხია (ესეც ოჯახის თემაა)

3. როდესაც 20წლის რესპოდენტს კითხვას უსვამ სანამ ჟურნალისტიკას ისწავლიდი მანამდე რას საქმიანობდიო ელემენტარულად უნდა ხვდებოდე თუ იდიოტი არ ხარ რომ სკოლაში სწავლობდა

4. როდესაც ადამიანს ეკითხები შენი დამფუძვნებელი ვინააო თუ თავად პროვოკატორი არ ხარ და რამე კონკრეტულ დავალებას არ ასრულებ თავად შენის ააგენტოს ან საინფორმაციო საშუალების შესახებ რამე მაინც უნდა იძებნებოდეს ან ინტერნეტში ან საჯარო რეესტრში ან სადმე, თან სანამ კითხვას დასვამ უნდა შეამოწმო ამა თუ იმ დაწესებულების შესახებ ინფორმაცია რეესტრის საიტზე და მერე თუ შეგნებულად პროვოკატორი არ ხარ არარ დასვამ ისეთ კითხვას რომელიც თავადაც შეურაცხყოფას გაყენებს და იმ "სააგენტოსაც" რომელსაც წარმოადგენ

5. პროდიუსერი არ მყავსო რომ ამბობ მაგით ადასტურებ რომ ან იდიოტი ხარ ან პროვოკატორი, იმიტო რო როგორც ამბობ ჩემით ვიძიებ მასალებსო თუ პროდიუსერი არ გაკვალიანებს ესეგი დაწანწალებ და ეძებ თემებს,რ აც არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს

6. ანალიზის უნარი არ გაქვსო რეპორტიორს რო ეკითხები, იმდენი კი უნდა იცოდე რომ რეპორტიორი ანალიზს არ აკეთებს და მხოლოდ ფაქტის არწერა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს როცა 20წლის რესპოდენტს ეკითხები შევარდნაძის დრო ჯობდა თუ ახლა ჯობიაო, ეგეც უვიცობაა იმიტომ რომ შევარდნაძის დროს შენი რესპოდენტი 11წლის იყო და რანაირად უნდა შეადაროს ის და ეს დრო? ან ტავადაც არ ხარ დიდი როგორც ჩანს და ტავად როგორ აკეთებ ანალიზს? რა იცი მაშინ რა ხდებოდა?

7. როცა ადამიანს ბრალს სდებ სულ ნეგატიურ სიუჟეტებს აკეთებო, ერთი სიუჟეტი მაინც უნდა გქონდეს ნანახი, თუ აგ გაქვს ნანახი მაშინ უვიცი და არაპროფესიონალი ხარ, რადგან წინასწარ არ ამუშავებ თემას და ისე მიდიხარ ინტერვიუზე, ან პროვოკატორი, რადგან მე ტვითონ შემიძლია დაგისახელო ამ ავტორის გაკეთებული კონკრეტული პოზიტიური სიუჟეტი (კონკრეტიკისათვის შეგიძლია ნახო მისი სიუჟეტი "ხო გეუბნებოდით გაფრინდებიანო")

8. ერთი კითხვა, თუ ვინმემ არ გაგაგზავნა და პროდიუსერი არ გყავს რა გინდოდა გარდაბანში და რა იცოდი რო იქ რაღაც ხდებოდა?

ps. ნინცა შენ მასეთ შემოგზავნილ პროვოკატორებს არ აყვე და რისიც გჯერა და რასც ხარისხიანად აკეთებ მასე გააგრძელე

pps. ისე თქვენ გადამღებ ჯგუფს ერთ შენიშვნას (პროფესიულს) მაინც მოგცემდით, ბოლომდე უნდა გაყოლოდით და გენახათ სად მივიდნენ ანგარიშის ჩასაბარებლად ;)







http://info9.ge/?l=G&m=1000&id=902

Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *