აჰა ზამთარიც მოვიდა, თბილად ჩაცმის, თოვლის, არყის, ახალი წლის და თხილამურების სეზონი. ჰო, კიდევ, ამ ზამთარს საკმაოდ ცხელ ამბებს გვპირდებიან პოლიტიკოსები, მაგრამ ახლა ეგ დავიკიდოთ, ზამთარში სხვა რამეა მთავარი: ძალიან გცივა, თბილად გაცვია, მაგრამ ლოყებზე, ცხვირზე და ყურებზე მაინც ძალიან გცივა, წამოწითლებული ხარ, მობუზულიდა სწრაფი ნაბიჯით მიდიხარ სახლისკენ. სადარბაზოში სანამ კარს გაგიღებენ ადგილზე ვერ ჩერდები, ცმუკავ და ხვანცალებ, სადარბაზოებში როგორც წესი ყველაზე ცუდად ცივა ხოლმე, მერე შედიხარ სახლში და იქ ძალიან თბილა, გაზი გაქვს მოპარული, მრიცხველი გაჩერებული და გკიდია ენთოს მთელი დღე რა შენგან რა მიდის, სასწრაფოდ შედიხარ სამზარეულოში და ჩაიდანს ადგამ გაზქურაზე, ჩაი ზამთარში ყველაზე კარგი სასმელია (მართალია ფიფია შემეკამათება არაყი ჯობიაო, მაგრამ მე მაინც ვთლი, რომ ჩაი ბევრად კარგი რამეა) სანამ მოწესრიგდები და სახლის ვიდზე მოხვალ(ფუმფულა ჩუსტები, ძველი, გარეთ რომ აღარ იცმევ ისეთი ჟაკეტი, თუ ძალიან გცივა პლედიც შეიძლება, მერე ძალიან ცხელი წყლით იბან ხელპირს, გაყინულ სახეზე ცხელი გსი...