Posts

...და სიმღერით ვკვდები

Image
ციტატები ამავე ინტერვიუდან: რა არის მსახიობობა: სულერთია, ტრაგედიას თამაშობთუ კომედიას, მთავარია ის, რომ შენ მოემზადე იმუშავე და ახლა მაყურებლის წინაშე უნდა წარსდგე და ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მე ამას აბსოლიტურად ვეთანხმები, თუ შენ გადიხარ სცენაზე იმისათვის, რომ უბრალოდ შეასრულო ის მიზანსცენა,  რაც რეჟისორმა დაგავალა და ამ დროს არ გეზეიმება ის, რომ შენ მაყურებლის წინაშე დგახარ, მაშინ არ ხარ შემოქმედი, მაშინ შენ უბრალოდ გინდა იყო პოპულარული და ვალს იხდი, ამას მაყურებელიც აუცილებლად იგრძნობს... თეატრი კარგია, მაგრამ ამასთანავე არის საკმაოდ ცუდი. მთავარია, შენ რას იღებ მისგან, ან უნდა გაეხვე იმ ინტრიგებში, რაც იქ არის და გახდე ამ ყველაფრის მონაწილე, ან უნდა იყო შენთვის და იფიქრო შენს საქმეზე და მაყურებელზე, რომელსაც სულ არ აინტერესებს, რას აკეთებ შენ კულისებში. ის თეატრში მოდის სპექტაკლის სანახავად და შენც ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მას ღირსეულად დახვდე, იმიტომ, რომ თეატრში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაყრებელია. მე ვთამაშობ მაყურებლისთვი...

ურიელ აკოსტა მარჯანიშვილის სცენაზე

Image

მიყვარს ეს პატარა ქალაქი

Image

სტუმარი

Image

გელა

Image

მილიონიანი ლატარეა

ჯონი პატარა ქალაქში ცხოვრობდა, ქარხანაში მუშაობდა, შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა, იმდენი რომ საშუალო, ოთხსულიან ოჯახს თავისუფლად ეყოფოდა, მაგრამ ჯონის ოჯახი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა, არც ნათესავები ჰყავდა და არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა, თუმცა თავად ჯონის მისი უცნაური გატაცების გამო მთელი ქალაქი იცნობდა. ჯონის გატაცება ლატარია იყო, მთელი ცხოვრება ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა, მთელ ფულს ამაში ხარჯავდა, თითქმის ყოველ საღამოს ტელევიზორთან იჯდა, გათამაშებას უყურებდა და მოგებას ელოდა... წინასწარ უხაროდა, წარმოიდგენდა როგორ შეიძენდა ძვირფას მანქანას, შემოივლიდა მსოფლიოს, მოგზაურობიდან დაბრუნებული შეირთავდა ცოლს, შეეძინებოდა შვილები... ამასობაში გათამაშება სრულდებოდა, იმედგაცრუებული ჯონი ტელევიზორს გამორთავდა, საწოლს მიაშურებდა და ახლა იქ განაგრძობდა ოცნებას, ასე ოცნებაში იძინებდა და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გადიოდა წლები. ერთ დღეს ადრე გაიღვიძა, სამსახურში დასვენების დღე ჰქონდა, არც ლატარია თამაშდებოდა იმ დღეს არცერთი და ჯონიმ არ იცოდა რა ეკეთებინა. იწვა და ფიქრო...

***

დილით ცუდ ხასიათზე გაეღვიძა, სიზმრად კვლავ თავისი ცოლი და შვილი ნახა, მასთან ერთად იყვნენ, ერთად ყოფნა უხაროდათ და სამივე ბედნიერი იყო, მერე მიხვდა რომ ეს სიზმარია და როდესაც გაიღვიძებს კვლავ მარტოობა და სევდა ელის... სწორედ ამიტომ გაეღვიძა ცუდ ხასიათზე. თითქმის ყოველ დილით ასე ხდებოდა, ხშირად უნატრია რომ სიზმარი არასოდეს დასრულებულიყო და სამუდამოდ საყვარელ ადამიანებთან დარჩენილიყო, მაგრამ არა, ბედნიერება სრულდებოდა და ტკივილიანი დილა იწყებოდა. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია მაგრამ ვერ შეძლო.... ცხოვრება ძალიან უყვარდა და არ ეთმობოდა... ჩუმად წამოდგა, ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა და ჩუმადვე დალია, ხმის გამცემი არავინ ყავდა მარტო ცხოვრობდა, უცხო ქალაქში. ისედაც არ ლაპარაკობდა ბევრს, ვისთან რაზე უნდა ესაუბრა როცა ირგვლივ ყველა მასზე ბედნიერი იყო და თითქმის ვერავინ უგებდა, არც ცდილობდა ვინმესთვის რამე აეხსნა, თავისი სატკივარი და სადარდებელი მხოლოდ მისი იყო... სახლიდან გამოვიდა და სამსახურისკენ გზას ფეხით გაუყვა, თავჩაღუნული მიდიოდა, ქუჩაში ვერავის და ვერაფერს ამჩნ...