Posts

მილიონიანი ლატარეა

ჯონი პატარა ქალაქში ცხოვრობდა, ქარხანაში მუშაობდა, შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა, იმდენი რომ საშუალო, ოთხსულიან ოჯახს თავისუფლად ეყოფოდა, მაგრამ ჯონის ოჯახი არ ჰყავდა, მარტო ცხოვრობდა, არც ნათესავები ჰყავდა და არც მეგობრების სიუხვით გამოირჩეოდა, თუმცა თავად ჯონის მისი უცნაური გატაცების გამო მთელი ქალაქი იცნობდა. ჯონის გატაცება ლატარია იყო, მთელი ცხოვრება ლატარიის ბილეთებს ყიდულობდა, მთელ ფულს ამაში ხარჯავდა, თითქმის ყოველ საღამოს ტელევიზორთან იჯდა, გათამაშებას უყურებდა და მოგებას ელოდა... წინასწარ უხაროდა, წარმოიდგენდა როგორ შეიძენდა ძვირფას მანქანას, შემოივლიდა მსოფლიოს, მოგზაურობიდან დაბრუნებული შეირთავდა ცოლს, შეეძინებოდა შვილები... ამასობაში გათამაშება სრულდებოდა, იმედგაცრუებული ჯონი ტელევიზორს გამორთავდა, საწოლს მიაშურებდა და ახლა იქ განაგრძობდა ოცნებას, ასე ოცნებაში იძინებდა და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ასე გადიოდა წლები. ერთ დღეს ადრე გაიღვიძა, სამსახურში დასვენების დღე ჰქონდა, არც ლატარია თამაშდებოდა იმ დღეს არცერთი და ჯონიმ არ იცოდა რა ეკეთებინა. იწვა და ფიქრო...

***

დილით ცუდ ხასიათზე გაეღვიძა, სიზმრად კვლავ თავისი ცოლი და შვილი ნახა, მასთან ერთად იყვნენ, ერთად ყოფნა უხაროდათ და სამივე ბედნიერი იყო, მერე მიხვდა რომ ეს სიზმარია და როდესაც გაიღვიძებს კვლავ მარტოობა და სევდა ელის... სწორედ ამიტომ გაეღვიძა ცუდ ხასიათზე. თითქმის ყოველ დილით ასე ხდებოდა, ხშირად უნატრია რომ სიზმარი არასოდეს დასრულებულიყო და სამუდამოდ საყვარელ ადამიანებთან დარჩენილიყო, მაგრამ არა, ბედნიერება სრულდებოდა და ტკივილიანი დილა იწყებოდა. თავის მოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია მაგრამ ვერ შეძლო.... ცხოვრება ძალიან უყვარდა და არ ეთმობოდა... ჩუმად წამოდგა, ჩაიცვა, სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა და ჩუმადვე დალია, ხმის გამცემი არავინ ყავდა მარტო ცხოვრობდა, უცხო ქალაქში. ისედაც არ ლაპარაკობდა ბევრს, ვისთან რაზე უნდა ესაუბრა როცა ირგვლივ ყველა მასზე ბედნიერი იყო და თითქმის ვერავინ უგებდა, არც ცდილობდა ვინმესთვის რამე აეხსნა, თავისი სატკივარი და სადარდებელი მხოლოდ მისი იყო... სახლიდან გამოვიდა და სამსახურისკენ გზას ფეხით გაუყვა, თავჩაღუნული მიდიოდა, ქუჩაში ვერავის და ვერაფერს ამჩნ...

მირაჟი?!...

ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო. სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს. ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ... დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიან...