Posts

„რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში“

Image
(მადლობა ცინიკური ღიმილისთვის, ვიცი რომ ორიგინალში დალპა წერია....) ამჯერად არამატო დალპა,  უკვე აყროლდა, აყროლდა და აგვაყროლა... აგვაყროლა ყველა - მორწმუნე, ათეისტი, ქრისტიანი, ლიბერასტი... რატომ აგვაყროლა?... იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, გვაინტერესებს თუ არ გვაინტერესებს, გვწამს თუ არ გვწამს, ყველანი აღმოვჩნდით ამ ძალიან საშინელი და ბინძური თამაშის მონაწილე თუ არა შემყურე მაინც... დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩევი, არც ტაძარში დავდივარ ხშირად და არც მრევლად ვთვლი თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს ის, რაც ახლა ხდება... რატომ ?... იმიტომ რომ ეს ხდება იმ ინსტიტუციაში, რომელიც წესით ერის სულიერების და მორალის „პატრონი“ უნდა იყოს, ერის რომელიც მიუხედავად საკმაო გზასაცდენილობისა და მეტსაც ვიტყვი სიბნელისა (აქ აღარ დავკონკრეტდები პროცენტებზე, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ დიდ პროცენტს ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს და მეჩემიანება... გული მწყდება და მტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კაციბრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის (სულის, ტ...

„ბოლოს ვინც წამოხვალთ შუქი ჩააქრეთ…“ – Visafree ვარდისფერი სათვალის გარეშე

Image
კარგია, ნამდვილად კარგია ევროპაში უვიზოდ სიარული, ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვწერდი ერთერთ ბლოგში – დადებითი ამბავია და რა თქმა უნდა ვიაროთ უვიზოდ მეთქი, თუმცა ამ საყოვლთაო ზეიმის დროს, მინდა ცოტა ხნით მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და რამოდენიმე კითხვა დავსვათ: ერთმორწმუნე მეზობელი   – რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენი დასავლური სწრაფვების გამო მორიგ „სასჯელს“ არ „მოგვართმევს“ და ეს „საჩუქარი“ ისეთივე მძიმე და მტკივნეული არ იქნება როგორიც მას სჩვევია ხოლმე?!… რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ?… რამე პრევენციული თუ გვაქვს მოფიქრებული…. ეს კითხვა ალბათ „ქვეყნის თავებს“ ეხებათ და იმედია გაგვცემენ პასუხს, თუმცა ეგ ყველაზე ნაკლებად პრობლემური თემაა… საპარავად წასულები   – დღეს გერმანელი პარლამენტარი ქალბატონი „უბნობდა“ ევროპარლამენტის სხდომაზე, ქართველები პრობლემებს შეგვიქმნიანო და ნახევარმა „წილხვედრმა“ ქოქოლა მიაყარა ვინაა ეს ეშმაკის მოციქულიო, თუმცა რეალობა ხომ ვიცით და ვიცით რითიც არის დაკავებული „სასწავლებლად“  წასული ახალგაზრდების 70 -75  პროცენტი (რეალ...

რა კავშირია ვიზალიბერალიზაციას, „ლიბერასტებსა“ და „ჯვარქუდებს“ შორის?

2015 წელი საკმაოდ საინტერესო და მოვლენებით დახუნძლული იყო, ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა წლის ბოლოს დიდი ზარზეიმით აღნიშნული ვიზალიბერალიზაცია და ცისფრად განათებული ქვეყანა ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა იყო: ევროპამ კარი გაგვიღო…  (და რა?!…) ჩვენ ვიბრუნდებით იქაურობას, სადაც ჩვენი ადგილია…  (იცი კი სადაა შენი ადგილი?) როგორც კი ევროპაში მიმოსვლას შევძლებთ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება…  (რატომ ვითომ, უფრო ბევრ მოპარულ მეორად ტექნიკას შემოიტანთ და გაიაფდება?) მოკლედ ბევრს გაუხარდა, გაუხარდა კი არა, ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს, გეგონება იმდენი საქმე ქონდეთ ევროპაში რომ ვერ აუდიან და აღარ იციან რით დაიწყონ… თუმცა ცალსახად იმის თქმა, რომ ლიბერალიზაციამ ყველა მოხიბლა რთულია: რა გინდათ ამ ევროპისგან, გარყვნილების და ერთ სქესიანთა ქორწინების გარდა რას ისწავლით იქ… (ბეთჰოვენს, გოეთეს, კაფკას, მოდილიანს და ა.შ ოღონდ ნამდვილს და არა საბჭოთა სკოლიდან ფრაგმენტულად ნასწავლს) ამათ უნდათ ყველანი წავდეთ, ქართველობას გვართმევენ ხალხნო…  (დაეტიე მერე ს...

ამბავი ტრაგედიაზე, თანაგრძნობაზე, სიკვდილზე, ღმერთსა და უღმერთობაზე....

Image
რთულია გულგრილი დარჩე იმის ფონზე რასაც ბოლო ხანს ყველანი ვხედავთ, რთულია არ გეტკინოს და არ იგრძნო ის ტკივლი რაც ამ ყველაფერს ახლავს, რთულია არ მოგინდეს იყვირო, იტირო, იღრიალო და არ გეტკინოს, რთულია მედიას მოსთხოვო ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდება, რთულია მედიას მოსთხოვო აჩვენოს, ეს ყველაფერი რადგან ამით დანარჩენების ფსიქიკა არ დააზიანოს, არადა რომ ხდება?!...  არადა რომ ზიანდება?.... რა უნდა ქნას უბრალო მოკვდავმა რომელსაც ხმამაღლა გამოხატვისა და გაზიარებისა არაფერი შეუძლია?... თითქოს ვერაფერს იზამს, თითქოს უძლურია, თითქოს რწმენაც ინგრევა, მითუმეტეს როცა სულიერი მამები გვეუბნებიან ეს ჩვენი საქმე არ არისო, მითუმეტეს როცა იცი ეს მედიის მიერ აგორებული თემაა და რაღაც მზადდება, როცა ხვდები რომ ადამიანების ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ „ძლიერნი“... უნდა უთანაგრძნოს, სხვა რაღა დარჩენია... უთანაგრძნოს, მაგრამ განაგრძოს ჩვეული ცოხვრება, ისევე როგორც განვაგრძობ მე, განაგრძობ შენ, განაგრძნობს ის... სხვა არაფერი დაგრვრჩენია მანამ ს...

***

სადღაც დავწერე ამასწინათ, მემგონი სოციალურ ქსელში, ნუ ქმნით განწყობას თითქოს ქართველი კაცები მოძალადე კანიბალები არიან მეთქი და იქვე მათი ღირსებები ჩამოვთალე, ისევ ჩამოვთვლი: ქართველი კაცი დედას იფიცებს და ბატონს ეძახის, ქართველი კაცი ქალს ფეხზე უდგება და ცეკვის დროს მუხლზე უჩოქებს, ქართველი კაცი ქალს ეფარება და ქალის გადაფარებულ მანდილზე მოსისხლე მტერთან აგებს მახვილს... ეს მცირე ჩამონათვალია, კიდევ შეიძლება ჩამოთვლა, თუმცა აღარ გავაგრძელებ... ჩემს ამ მოსაზრებას კამათი მოჰყვა და ვიღაცამ მითხრა ეს მითია, რეალობა სხვანაირიაო... ნაწილობრივ მართალია, სად წავიდნენ მასეთი ქართველი კაცები? რატომ გახდა სალაპარაკო და რატომ ჩანს ისე, თითქოს მართლაც კანიბალები არიან? ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რა შეიძლება იყოს მიზეზი, ბევრი შეიძლება კამათი იმაზეც არის თუ არა რეალურად ასე, თუმცა ერთი რამ ფაქტია: თემა არსებობს და თემა გაპრობლემდა... შორს არ წავალ იმაზე საუბრით თუ რატომ, როგორ, საიდან მოდის პრობლემა, რა უნდა ვუშველოთ, ვისი და რისი ბრლია, რატომ მაინცდამაინც დღეს და ასე შემდეგ... უ...

როდესაც ვიღაცას გააღმერთებ ის აუცილებლად დაიჯერებს რომ ღმერთია...

პოლიტიკაზე წერა ნაკლებად მაინტერესებს, მირჩევნია სხვა რამეებზე გავამახვილო ყურადღება, ვფიქრობ ადამიანებზე და არა პოლიტიკურ მოვლენებზე, სიმართლე გითხრათ ბოლო ორი წლის განმავლობაში თუ რამე სასიკეთოდ შეიცვალა ამ ქვეყანაში - არის ის, რომ ნაკლებად მჭირდება ამ უკანასკნელზე ფიქრი, მაქვს საშუალება ვაკეთო ის რაც მინდა და ვაკეთო ისე, რომ არ ვიფიქრო არჩევნებზე, უმრავლესობა უმცირესობის ურთიერთობაზე, არ მეშინოდეს არეულობის და მიტინგების... მოკლედ რაღაც გაკეთდა, რაღაცეები არასწორადაც გაკეთდა, მაგრამ მაგაზე სხვა დროს, ბოლო პერიოდის მოვლენების დროს სხვა თემა მომხვდა თვალში და მასზე მინდა გავამახვილო ყურადღება... ჯერ ზვიადი, მერე შევარდნაძე, მერე მიშა, ლევანი, ბიძინა, ახლა ირაკლი... მუდმივად მოდიოდნენ ქართულ პოლიტიკაში ფიგურები, რომლის სახელსაც მაშინვე იტაცებდა საზოგადოება და სკანდირებდა, სკანდირებდა და ელოდა მათგან სასწაულს, მერე იმედი უცრუვდებოდა და ისევე მალე იქცეოდნენ ლანძღვისა და წყევლის ობიექტებად როგორც მანამდე კერპებად ... დიახ კერპებად... და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთა...

რატომ დაიწყეს ადამიანებმა ყეფა? ანუ საიდან ასეთი ისტერიული ფონი და მზარდი აგრესია?

არასრულფასოვნების კომპლექსი?!... მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ მიღებული თავისუფლების ეიფორია?!... თვითდამკვიდრების სურვილი?!... რეალურად სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის სურვილი?!... კიდევ ბევრი კითხვა შეიძლება დაუსვა იმას, თუ რაც  დღეს ჩვენს გარშემო ხდება, სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, მეგობრების თავყრილობებზე, ტელე ეთერებში და ყველგან საითაც გაიხედავ... რა ხდება? ყველა კამათობს, ჩხუბობს, ყველა რაღაცას განიხილავს, აქილიკებს,  ყველა რაღაცას ამტკიცებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი... შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჯანსაღ პროცესადაც კი ჩაგვეთვალა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს ორი დეტალი - ისტერიული ტონი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, ისტერიკაშია საზოგადოება, სრულიად საზოგადოება და არა მხოლოდ მისი ნაწილი... გასაგებია, რთულია სიტუაცია, რთულია ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა, რთულია შრომა, ზრუნვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება... ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არ...