Posts

Trinity

Image

მომენატრა სვანეთი....

Image

ოქროსფერ გოგონას ;)

ნუ აყვებით მოდას, ეს ყველაზე მოძველებული რამეა, რაც კი არსებობს. ნუ დაწერთ სიყვარულზე, მაგრამ წერეთ სიყვარულით.. იყო დრო, როცა ვეძებდი ნამდვილ მეგობარს - ვერ ვიპოვე. იყო დრო ნამდვილ სიყვარულსაც ვეძებდი.. . ეხლა ჩემს თავს ვეძებ და იმედი მაქვს ამას მაინც მივაგნებ. და სულაც არ მინდა რომ ზაფხული მოვიდეს... შემოდგომა უფრო სევდიანია და უფრო ვუგებ ;)

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

ეს პოსტი აგვისტოში დავწერე, მაგრამ არ ვაქვეყნებდი, ვთვლიდი რომ არ იყო ამის დრო და სიტუაცია, იმასაც ვფიქრობდი, რომ როგორც ერთი ჩემთვსი ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ადამიანი იტყვის ხოლმე (შენ ყველაფრის უტრირება გიყვარს და ყველაფერს ძალიან მძაფრად ხედავ ხოლმეო) შეიძლება მართლაც ვაჭარბებ და რაღაცაში ვცდები მეთქი, მაგრამ 1 სექტემბერს აქციაზე რომ გავედი ფოტოაპარატით ხელში და ერთ საათში აღარც პროტესტი რომ აღარ მინდოდა და აღარც სურათების გადაღება გადავწყვიტე მაინც დამეწერა..... დიდი ხანია არაფერი დამიწერია, უფრო ზუსტად აგვისტოს დასაწყისიდან. არადა ამ პაუზამდე თითქოს გადალახული მქონდა კრიზისი და ისევ ძველებურად ვყავდი წერას აყვანილი, მაგრამ ერთმა დღემ და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა... 7 ში მაგრად დავთვერი და მეორე დღეს მთელი დღე მეძინა. შუადღეს საკმაოდ გადაცილებული იყო რომ გავიღვიძე, ტელევიზორი ჩავრთე და მანამდე რომ არასოდეს მომნდომებია საინფორმაციო გამოშვების ჩართვა, ამჯერად რატომღაც მაშინვე კურიერზე გადავრთე: ქალაქი ცხინვალი ჩვენს კონტროლ ქვეშაა... დაკავ...

Protest against Russian agression 08.08.2008 Tbilisi, Georgia

Image

პატარა თავგადასავალი

საინტერესო ქვეყანაა საქართველო. პატარა კოხტა და მრავალფეროვანი, ვიცი რომ გაცვეთილი სიტყვებია მაგრამ მასე და რა ვქნა, მიდიხარ, მიდიხარ და უყურებ ველებს, მთებს, მთის ძირებში შეფენილ სოფლებს და ხვდები, ძალიან ბედნიერი ხარ აქ რომ დაიბადე... გავიწყდება პოლიტიკაც, თბილისური საცობებიც, სამსახურის საქმეებიც, გაძვირებული ბენზინიც და სხვა პრობლემებიც, წარმოიდგენ როგორი იყო ეს მინდვრები ადრე, მაშინ როდესაც არც ავტობანი იყო და არც მანქანები, წარმოიდგენ და წარმოგიდგება თვალწინ დიდი მინდორი რომელზეც სამი ან ოთხი მხედარი მაიჭენებს ცხენებს, თითქოს ხედავ კიდევაც მათ იქ სადღაც.... ამ დროს რომელიმე მანქანის სიგნალი გესმის, რომელსაც საჭესთან მჯდომის უკმაყოფილო ტექსტი მოყვება, -რას მისიგნალებ თუ გადიხარ გადი რა შენი კარგიც მოვ...ან... რეალობაში ბრუნდები და მაგნიტოფონს უწყებ წვალებას. რაღაცას რთავ, მოგწონს მარა მალე გავიწყდება და ისევ ფიქრს იწყებ. ისევ მოდიან მირაჟები და წარმოსახვითი ქართველები... ახლა უკვე ომია. ერთი მხრიდან წითელი ფერია ბევრი, მოღუნული ხმლები და თრიაქის ბოლი, მეორე ...

იანვარი

Image
ესეც ასე, ახალი წლის პირველმა თვემაც ჩაიარა, ჩაიარა ძალიან სწრაფად და დინამიურად, თბილისისათვის უჩვეულო ყინვებითა და ნორმალური, განვითარებული ქვეყნებისათვის უჩვეულო მოვლენებით, ყინვაზე რა თქმა უნდა არავინ შემეკამათება, მართლაც უჩვეულოდ ციოდა წელს საქართველოში, აი მოვლენებზე კი შეიძლება ბევრმა თქვას სრულებით ნორმალური იყოო მაგრამ მოდით უბრალოდ ჩამოვთვლი მოვლენებს და მერე თუ გნებავთ ვიკამათოთ იყო თუ არა ეს ყველაფერი ნორმალური, ნოემბერსა და წინასაარჩევნნო მოვლენებზე აღარ შევჩერდები, მაგაზე უკვე ბევრი ვისაუბრე და ჩემზე მეტი კიდევ საინფორმაციო საშუალებებმა, ამიტომ პირდაპირ 5იანვრიდან დავიწყებ (ვიცი ბატონი დავითი მეტყვის 31დან დაიწყეო, მაგრამ ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეგ პერიოდი თითქმის არ მახსოვს) მოკლედ რა მიმაჩნია არანორმალურად: არანორმალურია ის, რომ არჩევნების დღეს ქალაქში არცერთი სამარშუტო ტაქსი არ დადის (თურმე სხვა საქმეზე წაუყვანიათ ყველა).... არანორმალურია ის, რომ ეგზიტპოლის წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეკითხებიან ერთ ერთ ცნობილ ადამიანს თავისი არჩევანის შესახებ ...