ჩანაწერი ნამთვრალევზე...


ისევ ბეთჰოვენი, ისევ უძილობა, ისევ ღამის 4 საათი და შეგრძნება რომ ბედნიერი ხარ, ბედნიერი ხარ რადგან ცხოვრობ, ბედნიერი ხარ რადგან გიხარია, გრძნობ და გგრძნობენ, ბედნიერი ხარ ზოგადად რახან შეგიძლია ხვალ რღაც გააკეთო, ზეგაც.... 

ცხოვრება გიხარია და ფიქრობ მომავალზე, ბოლოს მოკვდები მარა რა მნიშვნელობა აქვს დღეს ხომ აქ ხარ და უნდა აკეთო, მე ვიცი რომ აქ ვარ და ვაკეთებ, იმავეს გისურვებთ ადამიანებო, დატკბით ყველა წუთით აკეთეთ ის რასაც გული ( და არა ტვინი) გიკარნახებთ და უბრალოდ იყავით თავისუფლები...

ხანდახან გეტკინებთ ხანდახან გული დაგწყდებათ და ხანდახან მოიწყენთ, მარა იყავით ისეთები როგორებიც გინდათ რომ იყოთ, იყავით ლაღები და ბუნებრივები 



Comments

Popular posts from this blog

პატარა ჩანახატი თოვლზე

ვაი ჩვენს პატრონს უბედურს...

* * *