"ფილოსოფიური ჩანახატი"
ლადოს დილით ჩვეულებრივზე მთელი ერთი საათით ადრე გაეღვიძა. ადგა, ისაუზმა, მოწესრიგდა, მიხედ-მოიხედა და აღმოაჩინა, რომ მთელი ერთი საათი ჰქონდა თავისუფალი. გადაწყვიტა ინსტიტუტში ფეხით წასულიყო. სადრბაზოდან გამოვიდა, ქუჩას გაუყვა და ძალიან მალე ფიქრებში ჩაიძირა. ფიქრი ძალიან უყვარდა, ფიქრობდა ყველგან და ყოველთვის; სახლში, ლექციებზე, ტრანსპორტში, სადილობისას, ტელევიზორის ყურებისას და ძილის წინ, ხომ თავისთავად. რაზე ფიქრობდა ხოლმე?!... რაზეც გნებავთ. მაგალითად: როგორი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარება იქნებოდა მართებული, ბურუნდის რესპუბლიკისათვის, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში... როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ბრაზილიის საგადასახადო კანონმდებლობა... რომელი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო: ბეკენბაუერი თუ კრუიფი, ან რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში შეიძლებოდა სალვადორ დალის სიურელისტური იდეების ფესვების ძიება, პლატონისეულ იდეალიზმში, თუ ენგელსისეულ მატერიალიზმში... მოკლედ ლადოსათვის ფიქრი, ჩვეული მდგომარეობა იყო. ამჯერად ინსტიტუტისაკენ მიმავალი ახალგაზრდის ინტერესის საგანს საკმაოდ ბანა...









Comments
In early morning Moscow time, Russia declared itself ready to make peace with Georgia. U.N. officials confirmed that Georgia was prepared to negotiate with Russia by withdrawing troops from the breakaway province of South Ossetia and creating a safe travel zone. Russian Ambassador Vitaly Churkin said Russia is "ready to put an end to the war," but also accused the U.N. secretary-general's office of taking Georgia's side. The agreement was confirmed by U.N. Undersecretary-General for Political Affairs, B. Lynne Pascoe, during a briefing to the Security Council.