Posts

ამბავი ტრაგედიაზე, თანაგრძნობაზე, სიკვდილზე, ღმერთსა და უღმერთობაზე....

Image
რთულია გულგრილი დარჩე იმის ფონზე რასაც ბოლო ხანს ყველანი ვხედავთ, რთულია არ გეტკინოს და არ იგრძნო ის ტკივლი რაც ამ ყველაფერს ახლავს, რთულია არ მოგინდეს იყვირო, იტირო, იღრიალო და არ გეტკინოს, რთულია მედიას მოსთხოვო ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდება, რთულია მედიას მოსთხოვო აჩვენოს, ეს ყველაფერი რადგან ამით დანარჩენების ფსიქიკა არ დააზიანოს, არადა რომ ხდება?!...  არადა რომ ზიანდება?.... რა უნდა ქნას უბრალო მოკვდავმა რომელსაც ხმამაღლა გამოხატვისა და გაზიარებისა არაფერი შეუძლია?... თითქოს ვერაფერს იზამს, თითქოს უძლურია, თითქოს რწმენაც ინგრევა, მითუმეტეს როცა სულიერი მამები გვეუბნებიან ეს ჩვენი საქმე არ არისო, მითუმეტეს როცა იცი ეს მედიის მიერ აგორებული თემაა და რაღაც მზადდება, როცა ხვდები რომ ადამიანების ტრაგედიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ „ძლიერნი“... უნდა უთანაგრძნოს, სხვა რაღა დარჩენია... უთანაგრძნოს, მაგრამ განაგრძოს ჩვეული ცოხვრება, ისევე როგორც განვაგრძობ მე, განაგრძობ შენ, განაგრძნობს ის... სხვა არაფერი დაგრვრჩენია მანამ ს...

***

სადღაც დავწერე ამასწინათ, მემგონი სოციალურ ქსელში, ნუ ქმნით განწყობას თითქოს ქართველი კაცები მოძალადე კანიბალები არიან მეთქი და იქვე მათი ღირსებები ჩამოვთალე, ისევ ჩამოვთვლი: ქართველი კაცი დედას იფიცებს და ბატონს ეძახის, ქართველი კაცი ქალს ფეხზე უდგება და ცეკვის დროს მუხლზე უჩოქებს, ქართველი კაცი ქალს ეფარება და ქალის გადაფარებულ მანდილზე მოსისხლე მტერთან აგებს მახვილს... ეს მცირე ჩამონათვალია, კიდევ შეიძლება ჩამოთვლა, თუმცა აღარ გავაგრძელებ... ჩემს ამ მოსაზრებას კამათი მოჰყვა და ვიღაცამ მითხრა ეს მითია, რეალობა სხვანაირიაო... ნაწილობრივ მართალია, სად წავიდნენ მასეთი ქართველი კაცები? რატომ გახდა სალაპარაკო და რატომ ჩანს ისე, თითქოს მართლაც კანიბალები არიან? ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რა შეიძლება იყოს მიზეზი, ბევრი შეიძლება კამათი იმაზეც არის თუ არა რეალურად ასე, თუმცა ერთი რამ ფაქტია: თემა არსებობს და თემა გაპრობლემდა... შორს არ წავალ იმაზე საუბრით თუ რატომ, როგორ, საიდან მოდის პრობლემა, რა უნდა ვუშველოთ, ვისი და რისი ბრლია, რატომ მაინცდამაინც დღეს და ასე შემდეგ... უ...

როდესაც ვიღაცას გააღმერთებ ის აუცილებლად დაიჯერებს რომ ღმერთია...

პოლიტიკაზე წერა ნაკლებად მაინტერესებს, მირჩევნია სხვა რამეებზე გავამახვილო ყურადღება, ვფიქრობ ადამიანებზე და არა პოლიტიკურ მოვლენებზე, სიმართლე გითხრათ ბოლო ორი წლის განმავლობაში თუ რამე სასიკეთოდ შეიცვალა ამ ქვეყანაში - არის ის, რომ ნაკლებად მჭირდება ამ უკანასკნელზე ფიქრი, მაქვს საშუალება ვაკეთო ის რაც მინდა და ვაკეთო ისე, რომ არ ვიფიქრო არჩევნებზე, უმრავლესობა უმცირესობის ურთიერთობაზე, არ მეშინოდეს არეულობის და მიტინგების... მოკლედ რაღაც გაკეთდა, რაღაცეები არასწორადაც გაკეთდა, მაგრამ მაგაზე სხვა დროს, ბოლო პერიოდის მოვლენების დროს სხვა თემა მომხვდა თვალში და მასზე მინდა გავამახვილო ყურადღება... ჯერ ზვიადი, მერე შევარდნაძე, მერე მიშა, ლევანი, ბიძინა, ახლა ირაკლი... მუდმივად მოდიოდნენ ქართულ პოლიტიკაში ფიგურები, რომლის სახელსაც მაშინვე იტაცებდა საზოგადოება და სკანდირებდა, სკანდირებდა და ელოდა მათგან სასწაულს, მერე იმედი უცრუვდებოდა და ისევე მალე იქცეოდნენ ლანძღვისა და წყევლის ობიექტებად როგორც მანამდე კერპებად ... დიახ კერპებად... და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთა...

რატომ დაიწყეს ადამიანებმა ყეფა? ანუ საიდან ასეთი ისტერიული ფონი და მზარდი აგრესია?

არასრულფასოვნების კომპლექსი?!... მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ მიღებული თავისუფლების ეიფორია?!... თვითდამკვიდრების სურვილი?!... რეალურად სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის სურვილი?!... კიდევ ბევრი კითხვა შეიძლება დაუსვა იმას, თუ რაც  დღეს ჩვენს გარშემო ხდება, სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, მეგობრების თავყრილობებზე, ტელე ეთერებში და ყველგან საითაც გაიხედავ... რა ხდება? ყველა კამათობს, ჩხუბობს, ყველა რაღაცას განიხილავს, აქილიკებს,  ყველა რაღაცას ამტკიცებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი... შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჯანსაღ პროცესადაც კი ჩაგვეთვალა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს ორი დეტალი - ისტერიული ტონი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, ისტერიკაშია საზოგადოება, სრულიად საზოგადოება და არა მხოლოდ მისი ნაწილი... გასაგებია, რთულია სიტუაცია, რთულია ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა, რთულია შრომა, ზრუნვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება... ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არ...

მარაზმში მცხოვრები საზოგადოება...

Image
  რამოდენიმე დღე საინფორმაციოს ვერ მივადევნე თვალი, არ ვიცი რა ხდება ქვეყანაში, თუმცა ერთი საზარელი ამბის შესახებ მესმის სულ, დავინტერესდი და რაღაცეებს გადავხედე, გადავხედე და ერთ რამეს მივხვდი, საშინელი დღეშია ადამიანის ფსიქიკა: 4 წლის აუტისტი ბავშვი ბაღის აღმზრდელმა სცემა, მერე ამ ბავშვის ბაბუამ თუ მამამ ეს აღმზრდელი სცემა, ამას გამოეხმაურა განათლების სამინისტრო და რაღაც განცხადება გააკეთა... ძალიან რთულად არის საქმე, როგორც ჩანს ამ ხორცის საუკუნემ საერთოდ გამოაცალა ადამიანებს სული, თანაგრძნობა, სიყვარული და ზოგადად ადამიანობა, და ეს არ ეხება მხოლოდ იმ მასწავლებელს და იმ მშობელს, უმეტესობა მასე ვართ, გვიყვარს მხოლოდ ჩვენი, ვუთანაგრძნობთ მხოლოდ ჩვენსას და თუ თემა სხვა შეეხება მაშინვე დაუნდობლებიც ვხდებით და ცხოველებიც, რატომ ადამიანებო რატომ?!... რ მიყვარს ხოლმე რადიკალიზმი მაგრამ უნდა ვთქვა, ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა, ეს აჩვენებს რომ საზოგაროებაა ავად, ავადაა იმიტომ რომ, ასეთი რამე ხდება და მართლა ყველა ფეხზე არ დგას, ავადაა რადგან მშობლები მიდი...

რატომ აქვს თბილისში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მასწავლებელზე მაღალი ხელფასი...

Image
საქართველოში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 400 ლარია, მასწავლებლის რომლის სამუშაოც ერთერთი (თუ არა ყველაზე) საპასუხისმგებლოა და დასაფასებელი, რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა და ნორმალურ ქვეყანაში სხვანაირად უნდა ხდებოდეს, თუმცა ამაზე სხვა დროს.. ერთ დღეს მეგობრისგან გავიგე და მერე სხვებმაც დამიდასტურეს, რომ ქალაქის დასუფთავების თანამშრომლების (აი იმათი მანქანებზე რომ შემოსკუპებულან) ანაზრაურება 700 ლარიდან იწყება და არ ვიცი რა კრიტერიუმით მარა 1 000 ლარამდეც ადის, თავიდან ძალიან გამიკვირდა, მერე დავაკვირდი სიტუაციას და ახლა პირიქით ვფიქრობ რომ უფრო მეტიც უნდა იყოს, რატომ ?... -          სკვერში წყვილი ზის, აშკარად ეტყობათ გულგრილები არ არიან ერთმანეთის მიმართ, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებიან, იღიმიან და ერთმანეთს ესაუბრბიან, ამ დროს მათ წინ ნაყინის გამყიდველმა ჩამოიარა, ბიჭმა ნაყინი იყიდა, ერთი გოგონას გაუწოდ, მეორე კი თავად დაიტოვა, გახსნეს ნაყინები და პოლიეთილენის პარკები იქვე დაყარეს... -        ...

რა გამიკეთა ამ მთავრობამ ?!....

„წინა ვიცით რაც იყო და როგორც იყო და ამათი იმედი გვქონდა ხალხს, მარა ამათმაც რა გამიკეთეს, ჩემი ფეხები... ისევე ისე ვწვალობ და ვჯახირობ როგორც მანამდე, არავინ არაა ხალხისთვინ, ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს...“   ვიჯექი ჩემთვის მუსიკას ვუსმენდი და საქმეზე ვფიქრობდი, მაგრამ ტაქსისტის ამ ფრაზამ გამომაფხიზლა, მერე გამახსენდა რომ მსგავსი ფრაზები ხშირად მსმენია და სხვა რამეზე დავფიქრდი: - ნეტა მთავრობა უნდა გვიკეთებდეს რაღაცეებს? თუ მთავრობა იმით უნდა იყოს დაკავებული რითიც არის, ანუ ქმნიდეს კანონებს, ქმნიდეს გარემოს და შენ უნდა აკეთებდე, აკეთებდე საქმეს, აკეთებდე გულით და ხარისხიანად, არ გინდოდეს სხვისი ნაჩუქარი ლუკმა, უვლიდე შენს საცხოვრებელ ადგილს, იცოდე შენი ადგილი  ცხოვრებაში და უბრალოდ არ გეზარებოდეს?!... ალბათ მეორე, ყოველ შემთხვევაში მე მასე ვთვლი და სუბიექტური ვარ. როცა გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, არ გაწუხებს ჯანმრთელობა და შეგიძლია შექმნა რაღაცა, რატომ უნდა ელოდებოდე მტავრობის, პეტრეს, პავლეს, ბიძინას, მიშას თუ სხვის გაკეთებულს? ადექი და გააკეთე დალოცვილო... რ...