სიზმარი?!...
- ადექი... - რა ხდება?... - გამომყევი... - სად მიგყავვარ?.. - წამოდი ნახავ... მინდორზე მიდიოდნენ, გრუნტის გზა იყო, მინდორს შუაზე კვეთდა... გზის გასწვრივ ბუჩქები ორივე მხარეს, კაცის სიმაღლეზე ცოტათი დიდი და მინდორში რა ხდებოდა არ ჩანდა... იმის იქით კი სადღაც შორს ხეების კენწეროები... მხოლოდ ხმები ისმოდა... არაადამიანური; ბრძოლის, კვნესის, ჭურვის გასკდომის, გრუხუნის... ცა არ ჩანდა, ნაცრისფერ ღრუბელს, კვამლს და ბუღს დაეფარა, თითქმის ბნელოდა... წინ კი მხოლოდ მტვრიანი გრუნტის გზა იყო... ბოლო არ უჩანდა, თვალსაწიერის ბოლომდე სწორი და მტვრიანი... გზაზე არავინ იყო, მხოლოდ ორნი მიდიოდნენ... ჭურვები, რაკეტები და ბომბები თითქოს შეთანხმებულად ცდებოდნენ იქაურობას და გვერდებზე - მინდორში ცვიოდნენ... - სად მივდივართ?... - ნუ ჩქარობ, წამომყევი... გზა არ თავდებოდა, მიდოდნენ და მიდოდნენ... გამყოლი მგზავრი დაიღალა, ფეხები გაუხურდა, მუხლები ს...