„მე ეს არ დამემართება“ - ორიოდ სიტყვა ლუდომანიაზე
ხშირად გაგვიგია - ვალებში ჩავარდა, ყველაფერი გაყიდა, დაღუპა ოჯახი, უფრო მეტიც - ყველაზე ტრაგიკული, თამაშის გამო წარმოქმნილ პრობლემებს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა... დანანებით გავაქნევთ თავს და გავიფიქრებთ ხოლმე - „მე ეს არ დამემართება“... არადა საფრთხე ძალიან ახლოსაა!!!... თამაში შეიძლება თამაში რამოდენიმე მოტივით დაიწყო - გართობა, ფულის შოვნა, „აბა ერთი ვცდი“ და ა.შ. თითქოს არაფერი, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოიგო კიდეც, ან ცოტას წააგებ და გიჩნდება აზარტი - რაც წააგე დაიბრუნო, მერე შეიძლება ცოტა პლიუსშიც გახვიდე და თითქოს არაფერი... სინამდვილეში ლუდომანია ისეთივე დაავადებაა, შეიძლება უარესიც - როგორიც ნარკო ან ალკოჰოლ დამოკიდებულება. ნარკოტიკი და ალკოჰოლი პირველ რიგში ორგანიზმს ვნებს და მერე გონებას აბნელებს, თამაში კი პირდაპირ სულს ურტყამს... გაიხსენეთ რამდენჯერ უთხოვია საკმაოდ არა შინაურ ტიპს ფული ძალიან უცნაური რაოდენობით და სრულიად უკონტექსტოდ?!... დიახ, ხშირ შემთხვევაში ეს ისაა რაც გაიფიქრეთ... წარმოიდგინეთ რა ხდება ამ ადამიანის სულში ამ დრო...