„რაღაც აყროლდა დანიის სამეფოში“
(მადლობა ცინიკური ღიმილისთვის, ვიცი რომ ორიგინალში დალპა წერია....) ამჯერად არამატო დალპა, უკვე აყროლდა, აყროლდა და აგვაყროლა... აგვაყროლა ყველა - მორწმუნე, ათეისტი, ქრისტიანი, ლიბერასტი... რატომ აგვაყროლა?... იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, გვაინტერესებს თუ არ გვაინტერესებს, გვწამს თუ არ გვწამს, ყველანი აღმოვჩნდით ამ ძალიან საშინელი და ბინძური თამაშის მონაწილე თუ არა შემყურე მაინც... დიდი რელიგიურობით არ გამოვირჩევი, არც ტაძარში დავდივარ ხშირად და არც მრევლად ვთვლი თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს ის, რაც ახლა ხდება... რატომ ?... იმიტომ რომ ეს ხდება იმ ინსტიტუციაში, რომელიც წესით ერის სულიერების და მორალის „პატრონი“ უნდა იყოს, ერის რომელიც მიუხედავად საკმაო გზასაცდენილობისა და მეტსაც ვიტყვი სიბნელისა (აქ აღარ დავკონკრეტდები პროცენტებზე, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ დიდ პროცენტს ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს და მეჩემიანება... გული მწყდება და მტკივა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კაციბრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ადამიანის (სულის, ტ...