***
სადღაც დავწერე ამასწინათ, მემგონი სოციალურ ქსელში, ნუ ქმნით განწყობას თითქოს ქართველი კაცები მოძალადე კანიბალები არიან მეთქი და იქვე მათი ღირსებები ჩამოვთალე, ისევ ჩამოვთვლი: ქართველი კაცი დედას იფიცებს და ბატონს ეძახის, ქართველი კაცი ქალს ფეხზე უდგება და ცეკვის დროს მუხლზე უჩოქებს, ქართველი კაცი ქალს ეფარება და ქალის გადაფარებულ მანდილზე მოსისხლე მტერთან აგებს მახვილს... ეს მცირე ჩამონათვალია, კიდევ შეიძლება ჩამოთვლა, თუმცა აღარ გავაგრძელებ... ჩემს ამ მოსაზრებას კამათი მოჰყვა და ვიღაცამ მითხრა ეს მითია, რეალობა სხვანაირიაო... ნაწილობრივ მართალია, სად წავიდნენ მასეთი ქართველი კაცები? რატომ გახდა სალაპარაკო და რატომ ჩანს ისე, თითქოს მართლაც კანიბალები არიან? ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება რა შეიძლება იყოს მიზეზი, ბევრი შეიძლება კამათი იმაზეც არის თუ არა რეალურად ასე, თუმცა ერთი რამ ფაქტია: თემა არსებობს და თემა გაპრობლემდა... შორს არ წავალ იმაზე საუბრით თუ რატომ, როგორ, საიდან მოდის პრობლემა, რა უნდა ვუშველოთ, ვისი და რისი ბრლია, რატომ მაინცდამაინც დღეს და ასე შემდეგ... უ...