რატომ დაიწყეს ადამიანებმა ყეფა? ანუ საიდან ასეთი ისტერიული ფონი და მზარდი აგრესია?
არასრულფასოვნების კომპლექსი?!... მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ მიღებული თავისუფლების ეიფორია?!... თვითდამკვიდრების სურვილი?!... რეალურად სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვის სურვილი?!... კიდევ ბევრი კითხვა შეიძლება დაუსვა იმას, თუ რაც დღეს ჩვენს გარშემო ხდება, სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რესტორნებში, მეგობრების თავყრილობებზე, ტელე ეთერებში და ყველგან საითაც გაიხედავ... რა ხდება? ყველა კამათობს, ჩხუბობს, ყველა რაღაცას განიხილავს, აქილიკებს, ყველა რაღაცას ამტკიცებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი... შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჯანსაღ პროცესადაც კი ჩაგვეთვალა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლავს ორი დეტალი - ისტერიული ტონი და ერთმანეთის შეურაცხყოფა, ისტერიკაშია საზოგადოება, სრულიად საზოგადოება და არა მხოლოდ მისი ნაწილი... გასაგებია, რთულია სიტუაცია, რთულია ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა, რთულია შრომა, ზრუნვა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება... ამას ჩვენი საზოგადოება მიჩვეული არ...