პატარა თავგადასავალი
საინტერესო ქვეყანაა საქართველო. პატარა კოხტა და მრავალფეროვანი, ვიცი რომ გაცვეთილი სიტყვებია მაგრამ მასე და რა ვქნა, მიდიხარ, მიდიხარ და უყურებ ველებს, მთებს, მთის ძირებში შეფენილ სოფლებს და ხვდები, ძალიან ბედნიერი ხარ აქ რომ დაიბადე... გავიწყდება პოლიტიკაც, თბილისური საცობებიც, სამსახურის საქმეებიც, გაძვირებული ბენზინიც და სხვა პრობლემებიც, წარმოიდგენ როგორი იყო ეს მინდვრები ადრე, მაშინ როდესაც არც ავტობანი იყო და არც მანქანები, წარმოიდგენ და წარმოგიდგება თვალწინ დიდი მინდორი რომელზეც სამი ან ოთხი მხედარი მაიჭენებს ცხენებს, თითქოს ხედავ კიდევაც მათ იქ სადღაც.... ამ დროს რომელიმე მანქანის სიგნალი გესმის, რომელსაც საჭესთან მჯდომის უკმაყოფილო ტექსტი მოყვება, -რას მისიგნალებ თუ გადიხარ გადი რა შენი კარგიც მოვ...ან... რეალობაში ბრუნდები და მაგნიტოფონს უწყებ წვალებას. რაღაცას რთავ, მოგწონს მარა მალე გავიწყდება და ისევ ფიქრს იწყებ. ისევ მოდიან მირაჟები და წარმოსახვითი ქართველები... ახლა უკვე ომია. ერთი მხრიდან წითელი ფერია ბევრი, მოღუნული ხმლები და თრიაქის ბოლი, მეორე ...