დეკემბერი
მაშ ასე, თითქმის გავიდა დეკემბერიც და 2007წელიც, სულ რაღაც ერთი დღე დარჩა მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეს აქ წერისათვის ვერ მოვიცლი ამიტომ ახლავე შევაჯამებ გასულ თვეს: როგორც შეგპირდით დეკემბერი საკმაოდ ცხელი და მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, თან რაც მთავარია დაძაბული და საინტერესო, შეიძლება ითქვას ნოემბერზე მეტადაც კი, იქ ყველაფერი გარკვეული იყო, იყო მიტინგი, იყო გინება, იყო ბრძანება და იყო არაადამიანების ლუსტრაცია. აი დეკემბერში კი ყველაფერი დეტექტიურ რომანს დაემსგავსა (ისე წესით წინა საარჩევნო მზადებას უნდა დამსგავსებოდა) ვერავინ მიხვდებოდა, რა მოხდებოდა მეორე დღეს, ვისი რიგი იყო ნაგიჟრობისა და ვინ ვის რა კომპრომატს დაუდებდა, ის კი არა ჩემ თავშიც კი შემეპარა ეჭვი, ამას წინათ მეგობარს ვესაუბრებოდი ტელეფონში ძილზე და მერე სხვათა შორის ვკითხე არჩევნებზე მიდიხარ მეთქი?, ჰოდა შემეშინდა (შემეშინდა რააა, დავეჭვდი თორემ ისე ჩვენ ხომ არ გვეშინია) ე მანდ მეც სახელმწიფო გადამტრიალებელი არ ვიყო მეთქი, მოკლედ ისე აირია ყველაფერი ვეღარ გავიგე ხმა ვის უნდა მივცეთ და ვინ უნდა ავირჩიოთ. ისე სიმა...