ლონდონი–თბილისი–პეკინი
მაშ ასე, ჩაიარა საკმაოდ დატვირთულმა და ემოციურმა ნოემბერმაც, ისევე როგორც მანამდე ოქტომბერმა, სექტემბერმა და ა.მ. (ასე მანამდე) ნოემბერმა რომელიც ორი რამით იყო დასამახსოვრებელი, ერთი ყველასათვის ცნობილი მოვლენებით და მეორე იმით, რომ მთელი ნოემბერი საშინელი ამინდები იყო, არ ვიცი დაემთხვა თუ მე მომეჩვენა, მაგრამ აშკარად 7დან 25ამდე სულ ცუდი ამინდი იყო, არა არაფერს არ ვამტკიცებ, ეს უბრალოდ დაემთხვა.... მოკლედ როგორც იყო.... ამინდი გასაგებია, ასე იყო თუ ისე დღეს უკვე მზიანი დღეა და ბებერი ძვლების გათბობაც შეიძლება, დავუბრუნდები ნოემბრის ცნობილ მოვლენებს: ყველაზე საინტერესო ის იყო რა უნდოდა 100 000 კაცს 2 ნოემბერს რუსთაველზე, თვითონ ფაქტი რომ ხალხი ამ მთავრობას პროტესტს უცხადებდა კარგია. ჩემი პირადი მოსაზრებით ეს პროტესტი მაშინ უნდა ყოფილიყო როცა ჯერ ბუტა რობაქიძე მოკლეს და მერე სანდრო გირგვლიანი. სწორედ მაშინ უნდა გაეპროტესტებინა ხალხს, მაშინ უნდა გამხდარიყო ხელისუფლება იძულებული, დაესაჯა ნამდვილი დამნაშავეები და დღეს ცოტა სხვაგვარად იქნებოდა საქმე, მაგრამ ერთი ქართული ანდაზა არსებობს: სხ...