მირაჟი?!...
ბევრი იღვაწეს და იწრიალეს ადამიანებმა, სწორად ცხოვრების, სულისა და გონის, ზნეობრივი პრინციპებისა და რეალობის, სიკეთისა და მორალის თანხმიერების ძიებაში ცხოვრების მრავალგვარი წესი და სოციალური წყობა მოიგონეს, განავითარეს და აითვისეს, თუმცა ყოველთვის როდესაც თვლიდნენ რომ ოპტიმალურს მიაგნეს, ხვდებოდნენ, რომ რაღაც გამორჩენოდათ, ეს რაღაც ხან მატერიალური კეთილდღეობა, ხან ზნეობა და სულიერება, ხან კიდევ რაციონალური და გონისმიერი ცხოვრება იყო. სწორ გზას ვერაფრით მიაკვლიეს და გაიყვნენ სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფად. განსხვავებული გზებით იწყეს ჭეშმარიტების ძიება და საბოლოოდ აირივნენ. ბევრი იარეს, იმოძრავეს, იხეტიალეს, იომეს, იყაყანეს - პირიქით დადუმდნენ, იკვლიეს, ამტკიცეს და მაინც, გამოსავალი ვერსად იპოვეს. ერთხელ გადაწყვიტეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ, გამოცდილება, მონაპოვარი და იდეები შეეჯერებინათ, ერთმანეთისათვის მოესმინათ, რათა საერთო აზრამდე მისულიყვნენ და ცხოვრების სწორი მოდელი აღმოეჩინათ... დიდხანს საუბრობდნენ, კამათობდნენ, ამტკიცებდნენ და აერთიან...