Posts

* * *

Image
ბევრი ვიარე... ბევრგან მივედი... არსად არ დავრჩი, ვერსად ვერ მომინდა დიდხანს ყოფნა... ბევრიგან მეწყინა, ზოგან მეტკინა... ბვერი ვეცადე, ხანდახან არ ვეცადე... ბევრგან უინტერესო იყო, ხანდახან მაცდურად საინტერესო, მაგრამ არ მინდოდა... რაღაც სხვა მინდოდა, სხვა რამეს ვეძებდი, დიდხანს ვერ ვხვდებოდი რას... მერე მივხვდი, მაგრამ სადაც მივდიოდი ის არ მხვდებოდა... დავიღალე, დავჯექი.... გავჩუმდი, მოვიწყინე... ვფიქრობდი და მინდოდა, მაგრამ არ იყო... ნელნელა იმედის დაკარგვა დავიწყე, სევდა და ბრაზი მომაწვა... მე რაც მინდოდა არ იყო... იყო ბძროლა, იყო მტაცებლობა, იყო ტყუილი... იყო გამორჩენა, იყო მლიქვნელობა და იყო სიყალბე... რაც მეტად ვაკვირდებოდი, მეტად მეშლებოდა ნერვები და მიტყდებოდა გული... ძალიან ცუდად ვიყავი.... ... მერე შენ მოხვედი და თითქოს გაანათე! ტატო 12 დეკემბერი 2023

სიზმარი?!...

Image
-     ადექი... -     რა ხდება?... -     გამომყევი... -     სად მიგყავვარ?.. -     წამოდი ნახავ... მინდორზე მიდიოდნენ, გრუნტის გზა იყო, მინდორს შუაზე კვეთდა... გზის გასწვრივ ბუჩქები ორივე მხარეს, კაცის სიმაღლეზე ცოტათი დიდი და მინდორში რა ხდებოდა არ ჩანდა... იმის იქით კი სადღაც შორს ხეების კენწეროები... მხოლოდ ხმები ისმოდა... არაადამიანური; ბრძოლის, კვნესის, ჭურვის გასკდომის, გრუხუნის... ცა არ ჩანდა, ნაცრისფერ ღრუბელს, კვამლს და ბუღს დაეფარა, თითქმის ბნელოდა... წინ კი მხოლოდ მტვრიანი გრუნტის გზა იყო... ბოლო არ უჩანდა, თვალსაწიერის ბოლომდე სწორი და მტვრიანი... გზაზე არავინ იყო, მხოლოდ ორნი მიდიოდნენ... ჭურვები, რაკეტები და ბომბები თითქოს შეთანხმებულად ცდებოდნენ იქაურობას   და გვერდებზე - მინდორში ცვიოდნენ... -     სად მივდივართ?... -     ნუ ჩქარობ, წამომყევი... გზა არ თავდებოდა, მიდოდნენ და მიდოდნენ... გამყოლი მგზავრი დაიღალა, ფეხები გაუხურდა, მუხლები სტკიოდა, სწყუროდა, ცხვირპირი მტვრით, დენთის და გვამის სუნით აევსო... ცოტაც და გონებას დაკარგავდა... -     შე

E60

Image
  ადრე მკითხა ერთმა ადამიანმა, რა გაქვს შენიო?... რა არის ნამდვილად შენი... არა მატერიალური... უბრალოდ შენი... რამოდენიმეჯერ მეფიქრა მაგ ამბავზე:    - გზა... გზა რომელიც უნდა გაიარო... მხოლოდ შენ... და რომელიც მხოლოდ შენია... მიხარია და მიყვარს ჩემი გზა...

10 წლის შემდეგ

Image
ქალი და კაცი ერთმანეთს პატარა , ვერანდიან კაფეში შეხვდნენ, გაზაფხულის თბილი დღე იყო, მზე ათბობდა, ვერანდიდან ქალაქის ხედი იშლებოდა... გემრიელი ყავა ჰქონდათ და ორივემ შეუკვეთა... რამოდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ, ერთმანეთს მდუმარედ ათვალიერებდნენ... „საერთოდ არ შეცვლილა, სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად მოუმატია წონაში, იგივე გამოხედვა, იგივე მიხვრა-მოხვრა, მანერები, ღიმილი...“ - გაიფიქრა კაცმა „გაჭაღარავდა და ნაოჭები აქვს ” - ფიქრობდა ქალი... დუმილი გრძელდებოდა, ორივე თავის ფიქრებში წასულიყო - ძირითადად იხსენებდნენ: ერთმანეთს, ერთად ყოფნას, ემოციებს რომლებიც აკავშირებდათ... დუმილი კაცმა დაარღვია: - როგორ ხარ?... - კარგად... - ათი წელი გავიდა... - კი, ცოტა მეტიც... - შენ ისევ ისეთი ხარ, არ იცვლები... - მადლობა, შენ კი ხარ ცოტათი შეცვლილი... - რას ვიზამთ, დროს ვერაფერს უზამ... აბა მიამბე, რა ხდება საინტერესო შენსკენ, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ?... - რა ვიცი აბა ვცხოვრობ, ოჯახი მყავს, მშვიდად ვარ, ვუვლი ბავშვებს და ვაკეთებ ჩემს საქმეს... შენ?... - მე ისევ ისე ვარ, როგორც დამტოვე...

ღამის ბლუზი...

Image
  გაზაფხულია, დაღამდა... ფანჯარა ღიაა, გარე განათება აინთო და ეზო გაყვითლდა... ხმაურიანი ბავშვები სახლებში ავიდნენ, ახლა ალბათ უკვე სძინავთ... ბირჟაც დაიშალა, წავიდნენ სახლებში ქვეყნის და ქვეყნიერების ბედზე დამაშვრალი გოგო-ბიჭები, მხოლოდ ერთი წყვილია შეყუჟული ხის ქვეშ პატარა ბაღის სკამზე, ეზოს ყველაზე ბნელ კუთხეში და ჩუმად ტკბებიან ერთად ყოფნით, არ უნდათ მეზობლებმა შეამჩნიონ და გაიგონ მათი საიდუმლო... ცა აღარ ჩანს, ელექრო განათება ჭამს ღამით ქალაქში ცას... ფანჯარას ვშორდები, ვჯდები სავარძელში, ვუკიდებ სიგარეტს და თვალს ვაყოლებ კვამლს, კვამლი ზანტად მიიწევს ფანჯრეისკენ, იკლაკნება და სიბნელეში უჩინარდება... კვამლს ჩემი ფიქრი მიყვება... ჯერ ეზოს გადაუვლის, მერე მთავარ ქუჩაზე გაისეირნებს, ადის მთა-წმინდაზე, ქალაქს გადმოხედავს... ლამაზია ქალაქი ღამით ზევიდან, ჭუჭყი არ ჩანს, მხილოდ სინათლე და სინათლეები, ფერადი, ყვითელი, თეთრი, მომწვანო... მაცდური რამეა ფიქრი... შეყოლიება იცის...   დიდხანს მაბოდიალა ღამის ქალაქში... ძველი უბნების ვიწრო ქუჩებზე, მთვარი გამზირების ფერადი განა

„გილოცავთ“ - დღეს თქვენ ეს ბავშვი მოკალით!...

Image
  მთელი დღეა აფრიკის დასახლების ამბები მესმის, ვუყურებ, ვკითხულობ და ვუსმენ... ძალიან ბევრი ადამიანის კედელზე შემხვდა ეს ფოტო... არ დავიწყებ ახლა იმ დისკუსიაში შესვლას, როგორ მოიქცა მერია, გამოასახლა თუ არ გამოასახლა, დაუმთავრებელი იყო შენობები თუ დამთავრებული და შესახლებული, კანონიერი თუ უკანონო, ამაზე მერე ვისაუბროთ, სხვა დროს... ახლა მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ეს ძალიან საყვარელი, ჩემი უმცროსი შვილისხელა ძალიან მაგარ თვალებიანი შეშინებული ბიჭუნა სახის დაუფარავად კედელ-კედელ „ათრიეთ“... თქვენ ყველანი ხართ მისი მკვლელობის თანამონაწილეები... გაუცნობიერებლად, სხვადასხვა მოტივით...   ზოგს მართლა შეგეცოდათ (მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდით, რომ ამ ოჯახს სახლი აქვს და არც არავის დაუნგრევია, ის და მამამისი მეზობელბის საგულშემატკივროდ, ამბის გასარკვევად რა ხდებოდა მათ გარშემო ან თუნდაც სეირის საყურებლად იყვნენ იქ იმ დროს), ზოგმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდით და „ქოცების“ არაადამიანური სახის საჩვენებლად გამოიყენეთ, ზოგმაც კი უბრალოდ ჩათვალეთ, რომ რაღაც უნდა გეთქვათ და „სამოქალაქო პოზი

* * *

Image
-           გამარჯობა... -           გამარჯობა... -           როგორ ხარ?... -           კარგად... როგორც ყოველთვის ვზივარ და გიყურებ... -           მერე რას ხედავ?... -           დაბნეული ხარ... -           კი, დაბნეული ვარ, არ ვიცი რა ვაკეთო, უფრო სწორად როგორ, ყველა საყრდენი და ფასეულობა გამომეცალა, რასაც და რისთვისაც ვაკეთებდი არავის სჭირდება... -           ბედნიერი ყოფილხარ... -           ?!... -           ესეიგი მიხვედი იქამდე რომ არავისთვის არაფერი არ უდნა აკეთო, გათავისუფლდი გარემოსგან და აწი შეგიძლია იცხოვრო... -           რას მეუბნები, და ვალდებულებები?... პასუხისმგებლობა და მოვალეობა?!... -           სისულელეა ეგენი, ადამიანების მოგონილი ფასეულობები და ჩარჩოები, მოგონილი რამეები რომ სოციუმს მიგაბან... -           არადა ჩემი საკეთებელი თითქოს ვიპოვე და იცი შენ რაც არის... -           ეგ სხვა რამეა, ეგ შენი ადამინებს შორის ყოფნის მისიაა ერთგვარი... ეს გასავლელია, რომ შემდეგ სხვაგან წახვიდე და სხვა რამეები განაგრძო... სოციუმის ვალდებულებები მძიმეა, მძიმე და ჩაკირული, მაგრამ ენ შ